გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

პოსტსამშობიარო დეპრესია

“მაშინაც არ მეძინა, როცა ბავშვს ეძინა. უძილობამ არარაციონალური აზრები გამიჩინა. თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, რადგან ჩემი ქმრისაგან განსხვავებით,  ჩვენი პატარა ბიჭის მიმართ არაფერს ვგრძნობდი”.  
“მინდოდა დამეზიანებინა ჩემი გოგონა. ”
“მეგონა თუ ვიტყოდი, რომ საშინელი აზრები მქონდა, ბავშვს წამართმევდნენ, მე კი საავადმყოფოში გამომკეტავდნენ, ამიტომ ვიტყუებოდი”.

გადაღლილობის ან გაღიზიანებისგან განსხვავებით დეპრესია ბავშვის დაბადების  შემდეგ  კვირები ან თვეები გრძელდება. მას ენერგიის ნაკლებობა, უმიზეზო ტირილი, ყველაფრის მიმართ ინტერესის დაკარგვა, უძილობა ან გადაჭარბებული ძილიანობა, ბავშვთან ერთად მარტო დარჩენის შიში, საკუთარი თავის ან ბავშვის დაზიანებაზე ფიქრი ახასიათებს. ფსიქოლოგიურთან ერთად დეპრესია ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც ახდენს გავლენას.

"ისე გამომიშვეს სამშობიაროდან არავის უთქვამს მშობიარობის შემდომი დეპრესიის შესახებ."
"ბავშვს ვერ ვაცმევდი, ვერც კი ვუყურებდი. ბავშვთან ემოციური კავშირი 18 თვეში გამიჩნდა." 
"ისეთი დაღლილი ვიყავი, მინდოდა ვინმეს წაეყვანა ჩემი შვილი, მაგრამ თან ხელს არავის ვაკარებინებდი და საათში ერთხელ, ისე, უბრალოდ, სიცხეს ვუზომავდი. ბოლოს ისე გამოვიფიტე, მეთვითონ ვაპირებდი გაქცევას. მინდოდა ეს ყველაფერი დასრულებულიყო."
"ვგრძნობდი, რომ ჩემი ქორწინება იშლებოდა. ჩემი სახლი ჩემი საპყრობილე გახდა".  

ამ ფორმის დეპრესიის რისკ ფაქტორი ბევრი შეიძლება იყოს - ჰორმონალური ცვლილებები, წარსულში დეპრესიის გამოცდილება, ადრეულ ან გვიან ასაკში დედობა, სოციალური იზოლაცია და აშ. თუ სიმპტომები ორ კვირაზე მეტხანს გრძელდება, ფსიქოლოგის დახმარება აუცილებელია. 

მშობიარობის შემდგომი დეპრესია ნებისმიერი ასაკის, ეკონომიკური შემოსავლის, სოციალური სტატუსის ქალებში გვხვდება - მიუხედავად იმისა პირველად გახდა დედა თუ არა. ეს სამედიცინო დიაგნოზია და მას სხვა ტიპის დეპრესიების მსგავსად შესაბამისი მკურნალობა სჭირდება. პირველი ნაბიჯი მხარდამჭერის პოვნა და მასთან ლაპარაკია. მონაცემები აჩვენებს, რომ მშობიარობის შემდგომი დეპრესია ყოველ მეექვსე ქალს უვლინდება და მასთან გამკლავება შესაძლებელია.

გამოყენებული წყაროები:

American Psychological Association (APA)
National Institution of Mental Health
Panda.org.au

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა