გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

პრინსტონა, 41 წლის | მე ვთამაშობ

ერთ თვეში წავაგე 30 000. პოსლეზე თამაშს რომ ეძახიან, ხელზე მაზი რასაც ქვია. თამაშობ, ფულს მერე ასწორებ. დათქვამ თარიღს, თვის ბოლოს, იქამდე პლიუს - მინუსი რაც ჯდება სწორდება თანხით. ერთი შვილი მყავდა მაშინ, ეხლა ოთხი მყავს. ბინა გავყიდე. 

სამ ეტაპად წავაგე, თვის დასაწყისში, შუაში და ბოლოში. პირველი წავაგე 5000 დოლარი. ისე მოხდა, დრო აღარ მრჩებოდა, რაღაცა უნდა მექნა და ბინა დავალომბარდე. მამაჩემმა იცოდა, ბინა რომ დავალომბარდე. 5000 ავიღე და თავანი, რა თქმა უნდა, ჩაბარდა. ბედის ირონია - შემდეგი პროცესი მოვიგე, 4800.  ვუთხარი მამაჩემს, ვაჩერებ თამაშს, 5500 გვაქვს გადასახდელი, ერთი კვირა გვაქვს დარჩენილი, 700 დოლარს რამეს ვიზამ და კაროჩე, გადავიხადოთ, მეშინია, სამოთახიანი ბინაა. ფული ორ დღეში უნდა ამეღო და იჭერენ მამაჩემს. ნულოვანი ტოლერანტობის დროს, სახლში შემოგვივარდნენ, ჰაი პაი და ეს ფული წავიდა მანდ. 

თვეში 500 დოლარი პროცენტი იყო. პროცენტი გადავიხადე, კიდევ ერთი თვე მქონდა რომ ეს ფული მეშოვა და სახლი გამომეხსნა. მანდ წავაგე შემდეგი. ისეთმა მარტივმა რაღაცამ გადაწყვიტა ჩემი ბედი, არ ვიცი. 

მაგის შემდეგი პროცესი წავაგე კიდევ ხუთი, მერე წავაგე ათი და ათი. შემდეგი ხუთი რომ წავაგე, ჩემი მეუღლის ბიძა იყო გარდაცვლილი. თავნის დღეს, ფულს ველოდები, საღამოს შვიდი საათია, ხუთი ათასი მაქვს წაგებული. დამირეკეს, არ არის ფულიო. ჩემი ცოლის მეგობარს გამოვართვი მანქანა. ბინძურად ცხოვრებაში არასდროს არაფერი არ მიქნია. მანქანა გამოვართვი, დავურეკე მაგის ქმარს, შევხვდი, მანქანას ყიდიდი-მეთქი. მანამდე ყიდიდა, იმ წუთში აღარ, გადაფიქრებული ქონდა. კაროჩე, მე მჭირდება - მეთქი ეს მანქანა, რაც გინდა მოხსენი ყველაფერი, მიმყავს და ორ კვირაში ფულს გავასწორებ - მეთქი.  ზუსტად ეგრე მოხდა. ერთ თვეში გავასწორე. 

მეთავნეს მანქანა ჩავუყვანე, ოთხი ათას დოლარში მანქანა ჩაიბარა და ათასი დოლარის კალცოები და რაღაცეები. შემდეგი ჩავაბარე კიდევ ათი.

კოეფიციენტებით მახსოვს, მინუს რვა ათას ასი დოლარი მაქვს. ოცდარვა რიცხვია, ოცდაათში თავანია. ათას ცხრაას დოლარიანი ბილეთი დავწერე ზუსტად ათი კუში. ან ოცდაათში მომიტანს, ან ათში მე მიმაქვს. შაბათობით გამოტანილი თამაში იყო ინგლისში, ოთხის თხუთმეტ წუთზე იწყებოდა. ეგ თამაში დასმული მქონდა, ტოტენჰემი არსენალის ნაკლები გოლი, მეტი კუთხური. შაბათს საღამოსვე ცხრა საათის თამაში იყო რომა - ფიორენტინა და მანდ მქონდა ნაკლები გოლი, მეტი კუთხური. მესამოცე წუთი იყო, იყო 0-0 და იყო ათი კუთხური, ერთი კუთხური მინდოდა ნახევარ საათში და არ გადავიდა ის კუთხური. 

თავანი, რა თქმა უნდა, ჩავაბარე.

ბინა გადავალმობარდე, პატარა ვალებიც გადავფარე. მერე ამ მევახშემ ჯარიმა დაგვაწერა ექვსი ათასი და ეგ ფულიც დავკარგეთ, გადავაგდეთ ბინა რა. გირაოთი ვარ მაგის მერე. გავისტუმრე ვალები და მერე ვიგირავე ბინა. 

ერთმა კუთხურმა გადაწყვიტა ჩემი ბედი. 

დავიფიცე და იმის მერე ხელზე აღარ მითამაშია.

ჩემთვის ოცდაათი ათასი დოლარი 2006 წელს დიდი ფული იყო. 

ელემენტარული, სამოძრაო ფული სულ გაქვს. იგებ გაქვს ფული, აგებ და იმ ფულს ჩალიჩობ მაინც და სვერხუ ფულსაც ჩალიჩობ. ფული სულ გაქვს რომ თამაშობ, აგებ თუ იგებ. მერე ბოლოს ან აკატავებ ან ხვდები რომ უნდა გაეშვა. როცა გაქვს ხუთი ათასი საშოვნელი, ხუთი ათას ორასს იშოვნი და ჯიბის ფულიც გაქვს. ისიც ვალში იწერება, დასაბრუნებელია, არაფერი არ ქრება. 

ისეთ თანხებს ეთამაშები, ფიზიკურად შეიძლება რომ ვერ იშოვო. ისეთ ბიჭებს არევიათ ცხოვრება. ანეკდოტად რომ დადის რა - ათი ჩააბარა, თხუთმეტი ჩააბარა და ათას ხუთასი გააკატავა. ბოროტი სისტემაა მაგ მხრივ, კაცს რომ მოვუგებ ორმოცდაათი ათასს და მერე ათას ხუთასს გამიკატავებს, არაკაცი ვიყო თუ არ გადავუთამაშო, თუ არ ვაჩუქებ, იმას მაინც ვეტყვი რომ ფულს არ გართმევ.

ბინა, სადაც პოლიცია შემომივარდა და რომელიც გავყიდეთ, მოგებული ფულით იყო ნაყიდი. მაგაზეა ნათქვამი, ქარის მოტანილი ქარმა წაიღო. 2000 წელს, ევროპის ჩემპიონატზე იყიდა მამაჩემმა მოგებული ფულით. ტოტალიზატორში დაიწყო მუშაობა. მაშინ არ იყო ინტერნეტ ტოტალიზატორები, აქაური კოეფიციენტები არ ვარგოდა და იმ ტოტალიზატორით, მამაჩემს საშუალება მიეცა, რომ ევროპაში კაი ტოტალიზატორებში ეთამაშა. თქვა, ევროპის ბოლოს ბინას ვიყიდიო და ევროპის ბოლოს ბინა ვიყიდეთ.

აღარ ვთამაშობ. არა, როგორ არ ვთამაშობ, ოღონდ ტოტალიზატორში ქეშით, ათი ლარი, თხუთმეტი ლარი. თავანს არ ვთამაშობ, მაგას ვაკონტროლებ. საშაროს არა, იმ წუთში რაც მაქვს იმას. ხუთასი ლარი შეიძლება მქონდეს, არ მქონდეს წასაგებად და გამექცეს და წავაგო. ზამასკა ცოტა მურტალი რამეა. სულ უბრალო რაღაცამ შეიძლება აგკიდოს ზამასკა. ერთი ლარის გამო ისე დავზამასკებულვარ, ხუთი ათასი წამიგია. ოღონდ, მართლა გეუბნები. ერთი ლარის გამო. სლოტი დავატრიალე და დამისვა ოთხი შვიდიანი. მეთქი, აი, უეჭველი მოვა და გავყოლილვარ და ხუთი ათასი წამიგია. 

არასდროს არ მომიკიდია ხელი ისეთი ფულისთვის, არც სხვისგან არც სახლიდან. ჩემი პირადი წამიღია, კი, ჩემი ოქროც გავყიდე. ნივთი, ტელევიზორი არა. რომ მივხვდი,  მანდ მივდიოდი, გავეშვი. თუმცა, ტელევიზორზე მეტი გავყიდე - ბინა, მაგრამ დამაშნი კრისობები არ დამიწყია. საქციელი უნდა აკონტროლო ალბათ, შენ თავმოყვარეობას არ უნდა გაცდე. 

იმაზე თამაშს, რისი ჩაბარებაც აღარ შეგიძლია, მაგასაც თავის სახელი აქვს, ბოდიში თქვენთან, ტრაკზე თამაშს ეძახიან. ქუჩურად ეგეთი ჟარგონია, ასი ათასს რომ წავაგებ, როცა ჩემი წასაგები არაა ასი ათასი. მაქსიმუმ, მე რო კაცი შემომხედავს, სულ რომ ავხტე, დავხტე, შევაწუხო აქეთ-იქით, ვიშოვი ერთ  ხუთი ათასს. მაგრამ, ასს რომ ვაგებ, პირდაპირ მაგაზე თამაშობ, ეგ ამბავია. შენი რეალური შესაძლებლობა უნდა იცოდე,  

გაკატავება არც მიფიქრია არასდროს. ბოლოს რომ ჩავაბარე, მივხვდი, კიდე თუ ვითამაშებდი, გავფუფლოვდებოდი. 

შეიძლება ფული გესესხო მე შენ და არ მოგიტანო და არც ჩემს თავმოყვარეობას ეხება, არც ჩემს მეობას ეხება. თამაშის ვალი სხვა რამეა. თავმოყვარეობაა. გააჩნია ვისთან გაქვს წაგებული, შეიძლება შეგხვდეს ისეთი, დაგალეწოს ცხვირ - პირი, ის ფულიც მოგატანინოს და ფუფლოც დაგარქვას. ყველაზე მინიმუმი, რაც ხდება, შენ იცი შენ თავში რომ ვსო რა, ცხოვრებაში თუ რამე ამბიცია გქონია აღარ გაქვს. არ ხარ სანდო კაცი, შენ სიტყვას ვერ იხდი. შენ გიწევს მაგითი ცხოვრება და შენ იცი რაც გაქვს გაკეთებული.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა