გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ქომაგები | მარინა, ხურვალეთი

მარინა, 65 წლის, ხურვალეთი
ქართულ-ოსური კონფლიქტი. 1991-1992. 


შეურაცხყოფას აყენებდნენ. ერთად დაბადებულები და გაზრდილები კი იყვნენ. მერე, ამ ზვიადის იმის დროს, ზოგმა სახლიც მიითვისა. აეგეთი რაღაცები ხდებოდა. ყველა კარგი ხალხი იყო, ყველა ძვირფასი ხალხი, მაგრამ აი, აიძულეს რო წასულიყვნენ.

სახლებში უცვივდებოდნენ. ზოგი გაიტაცეს. რეებს არ უკეთებდნენ.

ეხლა მე ვერ დავასახელებ კონკრეტულად ვინ. ან ჩვენ ვინ მიგვიშვებდა იქამდე. ქომაგობას კი ვუწევდით ყველანაირად, ისე გვებრალებოდნენ. ეხლაც მივტირით. ძვირფასი ხალხი იყო. მაგრამ ზოგი რო წავიდა, იმათ სახლებში აქაურები ჩასახლდნენ. ამჟამადაც იქ ცხოვრობენ. ჰოდა, ვინც წავიდა, უკან აღარავინ დაბრუნებულა.

მაგრამ რაღა დროსია, ბევრიც რო ვილაპარაკოთ, იმათ აღარაფერს უშველის. ეხლა ისევ გაჩუმება ჯობია. თორემ მე ორი ოჯახი ვიცი, სადაც კბილები დააცალეს. ჰოდა, უბრალოდ იძულებულები გახდნენ. იმ დღესვე წავიდნენ.



ციკლიდან „მეხსიერების გაცოცხლება - სამხრეთი ოსეთი 1991/2008“
ტექსტი: ნინო ლომაძე
ტრანსკრიპზე მუშაობდა ნატა მაჩალაძე
ფოტო: ვლადიმირ სვარცევიჩი / ანასტასია სვარცევიჩის არქივიდან

თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა