რა არის დამოუკიდებლობის შინაარსი?
21.10.2019 | 10 წუთიანი საკითხავი„არსებობს ორი პოლუსი, ტკივილი და ძილი, რომელთა შორისაც ჩვენი ყველაზე მგრძნობიარე ნერვული დაავადებები გაედინება. ჩვენ ორივე გვიყვარს. ეს ორი, და კიდევ სრული არარსებობა, შეადგენს ჩვენს ჭეშმარიტ ყოფას“.
ფერდინანდ ბრუკნერი, 1928
„ყოველდღიურობა აწარმოებს მონოტონურობას. ეს უცვლელი კონსტანტაა ვარიაციებისა, რომლებსაც ყოველდღიურობა ფუთავს. დღეები ერთმანეთს მიჰყვება და ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ სწორედ აქ ძევს წინააღმდეგობა, ყოველდღიურობის გულში ‒ ყველაფერი იცვლება... ზოგი გაჰყვირის დროის აჩქარებაზე, ზოგი კი ‒ სტაგნაციის გამო. ორივე მართალია“.
ანრი ლეფევრი, 1987
თუ ქალაქში ერთხელ მაინც დაკარგულხარ განგებ, ყოველდღიურობის მონოტონურობაზე გაბრაზებული, შეამჩნევდი, რომ სივრცეს, თავისი ორგვარობით ‒ ფიზიკური და სოციალური ბუნებით, გაქრობის და დაბრუნების თვისება აქვს: მას შეუძლია თვალს მიეფაროს ან პირიქით, მიიპყროს თვალი.
ხეტიალი ქალაქში ემსახურება ერთ მიზანს, ესაა ძებნა, ძებნა, რომელსაც ღლის თავში მოზუზუნე წინადადებები: ამის მიღმა რაღაც უნდა ი