ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ომი

რა იკითხება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში | პაატა ზაქარეიშვილი

სასამართლომ მკაფიოდ გამოკვეთა, რომ ეს არის საქართველოს ტერიტორია. საქართველოს არ შეეძლო დაეცვა ადამიანის უფლებები - რუსეთის ჯარები იდგა 12 აგვისტოს შემდეგ, ამიტომ, პასუხისმგებლობა ადამიანის უფლების დარღვევაზე ეკისრება რუსეთს.

სიტყვა ომის დაწყება ნახსენები არ არის აქაც, მაგრამ აღწერილია სურათი ქართული მხარის მიერ საარტილერიო ცეცხლის გახსნის შემდეგ, ამას პასუხობს რუსეთი. თუმცა, ტავიალინის ანგარიშში უფრო მკაცრადაა ეს განსაზღვრული ტალიავინის ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთმა არაპროპორციულად უპასუხა. ასე არ უნდა ეპასუხა.
აქ კი ეს ვითარება განეიტრალებულია და ამბობს, რომ რუსეთი შეიჭრა საქართველოს დანარჩენ ტერიტორიებზე,იგულისხმება გორის რაიონი, სამხრეთ-ოსეთის გავლით. ძალიან მნიშვნელოვანია ტერმინები. ცალსახად და მკაფიოდ სასამართლოს გადაწყვეტილება ამბობს, რომ რეგიონს ჰქვია სამხრეთი- ოსეთი და მორჩა, წერტილი.

არის მომენტები, როცა შეიძლება სხვადასხვა დამოკიდებულება იყოს, მაგალითად, რვიდან თორმეტ აგვისტომდე, ცალსახად უნდა ითქვას სამი გარემოება, რომელიც დაზუსტდა და  საქართველოში სულაც არ არის პოპულარული ეს პოზიციები. საომარი მოქმედებები დაიწყო 8 აგვისტოს. პირდაპირ ნათქვამია, ქართული მხარე ცდილობს  დაადასტუროს, რომ  7 აგვისტოდან იწყება ომები, ჩვენ ვამბობთ არა,  იწყება 8 აგვისტოს, პირდაპირ წერია, მეთხუთმეტე გვერდზე, მეათე სქოლიოში. მეორე პოზიცია არის ის, რომ,  ისევ და ისევ, დაზუსტებულია, თუ რის შემდეგ დაიწყო საომარი მოქმედებები.

7 და 8 აგვისტოს ღამით, ქართულმა მხარემ დაიწყო ინტენსიური დაბომბვა ქალაქ ცხინვალისა. რასაც მოჰყვა რუსეთის მიერ ცხინვალის გავლით დანარჩენ საქართველოს ტერიტორიაზე შეჭრა. ეჭვი არავის რჩება, რომ რუსეთი არის ოკუპანტი მხარე და ის ახორციელებდა  საოკუპაციო რეჟიმს თავისი ეფექტური მმართველობით. საქართველომ რაში შეიძლება გამოიყენოს ეს? ის შეიძლება დაეყრდნოს უკვე ამ დოკუმენტს, როგორც სამართლებრივ დოკუმენტს. და როცა ლაპარაკობს, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, ეს უკვე არა საქართველოს მოსაზრებაა, ან კანონმდებლობაა - კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ან ზოგიერთი რეზოლუცია, რომელიც არის პოლიტიკური, უკვე სამართლებრივად აღიარა საქართველო, როგორც

ოკუპირებული ტერიტორია. ის, რაც ხდებოდა ოთხი დღის განმავლობაში, იყოს მხოლოდ რუსეთის ბრალი არ შეიძლება. ისევე, როგორც არ შეიძლება, ეს  იყოს მხოლოდ ქართული ჯარების ბრალი. იქნებოდა ადამიანის უფლების დარღვევა, მაგრამ,  შეუძლებელია გამოარჩიო სად არის ქართული ჯარების წილი პასუხისმგებლობისა და სად არის რუსული ჯარის.  12-დან სიტუაცია ლაგდება, მკაფიოდ გამოკვეთილია რუსეთის იქ ყოფნა და ამიტომ ჩვენ 12 აგვისტოს შემდეგ განვიხილავთ საკითხებს. ხოლო რაც ხდებოდა 4 დღის განმავლობაში, ეს არის სადაო ტერიტორიაზე სადაო მოქმედებები. საქართველოს ჯარსა და რუსეთის ჯარს შორის. ეს არის პოლიტიკა და ადამიანის უფლებებს მიღმა რჩება. დაახლოებით ასეთი პოზიციაა ამ გადაწყვეტილებაზე. მე მიმაჩნია, რომ ეს არის უნიკალური დოკუმენტი, ტერმინებიდან გამომდინარე და უფრო იოლია შიდა ქართულ დისკურსში ამ დოკუმენტს დავეყდნოთ, როგორც საქართველო დაეყრდნობა დოკუმენტს  საერთაშორისო დონეზე, ისევე შეგვიძლია დავეყრდნოთ ამ დოკუმენტს და ტერმინები ჩვენ შიდა ქართულ კონტექსტში სასაუბროდ ოპონენტებთან. ჩვენთან არის სამი კონფლიქტი, ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური და საქართველო-რუსეთის კონფლიქტი. და ამ ფონზე, მე მეშინია, რომ ის ხალხი, ის ძალა, პარტია, პირობითად რომ ვთქვათ, რომელიც ამბობს, რომ  ყველაფერში რუსეთია დამნაშავე,

მათთვის ეს კარგი არგუმენტია, იტყვიან: აი, ხომ ხედავთ, სასამართლომაც თქვა. მაგრამ რუსეთი დამნაშავეა საქართველო- რუსეთის ურთიერთობებში, ქართულ-აფხაზური და ქართულ ოსური - ეს ჩვენი კომპონენტებია. მე მეშინია, რომ მთელი ყურადღება გადავა რუსეთზე, და დავკარგავთ აფხაზურ და ოსურ მიმართულებას. აი, ეს კარგი დოკუმენტი 

არ გახდეს ჩვენს მიერ ცუდად მოქნეული ნაჯახი, ეს არის ისეთი დოკუმენტი,  Რომლის არასწორმა გამოყენებამ შეიძლება კიდევ მეტად დაგვაშოროს აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს და ჩაგვასრიალოს მხოლოდ რუსულ კონტექსტში,  რაც არ იქნებოდა საუკეთესო გამოსავალი კონფლიქტების მოგვარებისას. დეოკუპაცია არის ერთი თემა,  მნიშვნელოვანი და აუცილებელი, კონფლიქტის მოგვარება - მეორე თემა. მთავარია, ჩვენი მიზანი რა არის, თუ ჩვენი მიზანია კონფლიქტების მოგვარება, მაშინ ეს გამოგვადგება, როგორც ელემენტი გზაზე, დავადგეთ გზას კონფლიქტის მოგვარებისკენ. თუ პირიქითაა,  თუ დეოკუპაციაა ჩვენი მიზანი, მაშინ ეს გააფუჭებს ურთიერთობებს აფხაზურ და ოსურ მხარეებთან. და ჩვენ ვერ მოვაგვარებთ. ჩვენ დავრჩებით ისე, რომ 4-5 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ეს ხალხი მიიღებს კონპენსაციას,  ვინც დაზარალდა,

ეს დოკუმენტი დაიხურება. მას არავითარი ეფექტი არ ექნება გარდა იმისა, რომ ჩვენ მას გამოვიყენებთ, როგორც ინსტრუმენტს, როგორც იარაღს, რუსეთის წინააღმდეგ. მაგრამ ჩვენ ამით შეიძლება დავკარგოთ კონტაქტები აფხაზურ და ოსურ საზოგადოებასთან იმიტომ, რომ საერთოდ ვერ დავინახოთ ისინი ან დოკუმენტის უკან, იმიტომ, რომ ეს მცდელობა უკვე არის.
აი, ხომ ხედავთ, აქ ყველაფერში დამნაშავეა რუსეთი - ჩვენ ასე ვკითხულობთ. რუსეთი კითხულობს სხვანაირად და ცალსახად და მკაფიოდ დადანაშაულებულია მხოლოდ და მხოლოდ ოსური მხარე. ოსური მხარე გამოყვანილია, როგორც მკვლელი, როგორც მოძალადე, და რომელზეც რუსეთმა ვერ მოახერხა გავლენა, ამიტომ ჩვენი მხრიდან საჭიროა მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რომ არ დავკარგოთ ოსები და აფხაზები; რომ ამ დოკუმენტს სხვა ინტერპრეტაცია არ მივცეთ - ისეთი, რაც შიგნით არ წერია.