რატომ არ აქვთ ღორებს სახელი?!
სისხლისფრად შეღებილი ეკრანი, იოჰან შტრაუსის „Blue danube waltz“ ღორის განწირულ ჭყვიტინთან ერთად, შემზადებასავითაა – ფილმის ფინალში რაღაც უჩვეულო უნდა მოხდეს.
„რატომ არ აქვთ ღორებს სახელი?!“ ზურა მამაგულაშვილის პირველი, სტუდენტური დოკუმენტური ფილმია. იდეაზე მუშაობა მან ჯიპას ჟურნალისტიკის სკოლის დოკუმენტური ფილმის კურსზე სწავლისას დაიწყო. შარშან, GIPADOCU-ს სტუდენტურ ფესტივალზე მისი პროექტი საუკეთესოდ დასახელდა. დასრულებული ნამუშევარი ერთი წლის შემდეგ, ნოემბერში იმავე ფესტივალზე ვნახეთ. ფილმმა წელსაც გაიმარჯვა.
სიუჟეტი ახმეტაში ვითარდება, სადაც ზურა ბავშვობაში თავის დიდ ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. სახლი წლების წინ ყველამ დატოვა. ერთადერთი, ვინც დღეს იქ ცხოვრობს, ზურას პაპაა.
ერთ დღეს, ზურა და ზაურა, შვილიშვილი და პაპა, თელავის ბაზარში გოჭს ყიდულობენ და სახლში მიჰყავთ. ზურა ახმეტაში გოჭის სანახავად ყოველ კვირას ჩადის. საღორეში შპალერს აკრავს, ღორს ჯემპრს უქსოვს, საღორეს უღებავს და სახელსაც კი არქმევს. მისი ხე