რატომ გვეშინია ასე სიბნელის?
21.07.2017 | 8 წუთიანი საკითხავისიბნელის ასე რატომ გვეშინია? ალბათ, ამ კითხვაზე პასუხი უხსოვარ წარსულში უნდა ვეძებოთ, როცა ევოლუციის ადრეულ ეტაპზე პირველი ადამიანები თავის გადარჩენას ცდილობდნენ. დღისით მათ ადვილად შეეძლოთ პოტენციური საფრთხის შემჩნევა და სასიცოცხლოდ საჭირო საკვების მოპოვება, ხოლო ღამე, როცა მხედველობა უარესდება, ავის მომასწავებელი იყო. მილიონობით წლის განმავლობაში ასეთ პირობებში ყოფამ ფაქტობრივად განსაზღვრა ადამიანის დამოკიდებულება გარესამყაროს მიმართ და სიბნელის შიში თაობიდან თაობაში ყველაზე ცოცხალ, გამძლე ინსტინქტად დაილექა. შესაბამისად, პირველი კოცონის დანთება, რამაც პირველად გაანათა ღამე, ავის მომასწავებელი სიბნელისგან თავდაცვის ყველაზე წარმატებულ მექანიზმად იქცა და მას შემდეგ ადამიანს ღამის განათება აღარც შეუწყვეტია.
საუკუნეების შემდეგ ღამეულ ცას კიდევ უფრო მძიმე დარტყმა მიაყენა ინდუსტრიულმა რევოლუციამ. დედამიწის მოსახლეობა გაიზარდა და უზარმაზარ ფართობებს მოედო, ტექნოლოგიური პროგრესი შეუქცევადი გახდა და ქარხნების, გზატკეცილებისა თუ ურბანული დასახლებებისგან ცამდე აზიდულმა ნათებამ ღამის ს