რეფლექსიები „კლდის ციხესიმაგრეზე“ | ინტერვიუ ხელოვან ჟალა ვაჰიდთან
ინტერვიუ ხელოვან ჟალა ვაჰიდთან, მისი სოლო გამოფენის თაობაზე თბილისში -
„კლდის ციხესიმაგრე“ - ქანდაკების, ხმისა და სინათლის ინსტალაცია. გალერეა E.A. Shared Space
„კლდის ციხესიმაგრე“ წარსულსა და კონკრეტულ ადგილს შორის რთულ კავშირს იკვლევს დაგამოხატავს გრძნობას, რომელიც ამ ორის დაბრუნებას ახლავს თან. მემკვიდრეობით ნაბოძები რთული გეოგრაფია და მასალაა ის, რისი საშუალებითაც ნამუშევარი უარყოფილი მიწის განსხეულებას და „ქურთობას“ აღწერს.
ჩემი სხვა ნამუშევრები ნედლ ნავთობს და ბუნებრივ აირს იკვლევდა რითიც მდიდარია სამხრეთ ქურთისტანი, მათ წარმოშობას სწავლობდა და თან პარალელს ავლებდა გეოლოგიურ პროცესებთან, ქურთულ ცეკვასა და ცეცხლის მითოლოგიასთანნამუშევრები იდენტობის დინამიკურ ბუნებასაც წარმოაჩენდა - როგორ შეიძლება იდენტობამ იპოვნოს, იცვალოს ფორმა სდა ამავდროულად იყოს საყრდენი, საკუთარ თავის მთავარი ღერძი. ვფიქრობდი სახელმწიფოებრიობასა და დამოუკიდებლობაზე, , იმაზე, როგორი ხელოვნურია მაინც საზღვრები საკუთარ თავში. ეს, ფიქრი, ისევ და ისევ უკან მაბრუნებდა. ეს ის ხაზია, რომელიც „კლდის ციხესიმაგრესაც” გასდევს თან.
სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის პროექტის ცენტრი მდინარეებია - ტიგროსი და ევფრატი. კაშხლების, ჰესების, ჰიდროელექტროსადგურების წყალობით, წყალი იარაღად იქცადა ჩრდილოეთ ქურთისტანი დატბორა (რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთის მიერაა ოკუპირებული). სწორედ ამ პროექტმა განაპირობა ქურთული მოსახლეობის იძულებით გასახლება და მათი არსებობის ყველა მტკიცებულება წაშალა, ისტორია წყალში ჩაიძირა.
ისტორიის და კულტურის განადგურება და მომავალი ქურთისტანის აღიარება, „კლდის ციხესიმაგრის“ ცენტრალური საკითხებია. ინსტალაციაში ლომების იკონოგრაფია გამოყენებულია აქადური, პროტო-ელამური, მითრაული და სხვ. ცივილიზაციებიდან. ისინი მხოლოდ გეოგრაფიული ნიშნით არ არიან შერჩეულნი. უძველესი ცივილიზაციების მოძრავ საზღვრებზეც ვფიქრობდი (რაც ძალიან ჰგავს იმას, თუ როგორ ცვლის საზღვარს წყალდიდობა), თუ რამდენად შორს შეიძლება ისინი წავიდნენ და, რამდენად პრეტენზიული შეიძლება იყო ისტორიის მიმართ. მაშინ ისტორიის გადაწერის და მისი ხელახლა დაკანონების რა ეთიკური ნორმები არსებობს?
როდესაც ამ არტეფაქტებს სამი დე პრინტერის საშუალებით ხელახლა ვკვეთდი, მინდოდა მათ დატყობოდათ, რომ მათ ტექნოლოგიური პროცესი გაიარეს, იმისთვის, რომ ერთგვარი ორბუნოვანება შეეძინათ, რომ იმ დროსთან ჰქონოდათ კავშირი , როდესაც ისინი შეიქმნა. ამგვარად, ეს ნამუშევარი კვეთს დროის საზღვრებს , მასში რამდენიმე დრო თანაარსებობს. მუსიკის ტექსტი ლომების ხმის განსხეულებაა, რაც ხანდახან უნისონში ისმის, ხან კი ცალკე-ცალკე საუბრობენ, როგორც - „მე“. ხანდახან ამბობენ „ჩვენ“ და ამ დროს რამდენიმე ხმა ერთად შემოდის. ეს ერთგვარი მანიფესტია, პროვოკაცია მომავალი ქურთისტანისთვის - ორაზროვანი საზღვრებით, წყლის ქვეშ, იქ, სადაც ქაოსშია წყობა, კავშირი ლომებს შორის. ხმის და ქანდაკების კომბინაცია, ასევე გადამწყვეტი იყო, იმისთვის, რომ დანაკარგის და არ-არსებობის იდეები ფორმალურად წარმო განხილული. მაგალითად, სპეციალურად გავაკეთე სკულპტურები პატარა ზომის და რთულად დასანახი; სინათლე ძლივს აჩვენებს ობიექტის შემოწერილობას, მის კიდეებს. ობიექტი იგივე ფერისაა რაც კედლები, რომელზეც ისინი ჰკიდია და ძალიან დახვეწილად ჩნდება კედლიდან მათი ფორმა. თითქოს ასე გადაწყვიტე, რომ არამატერიალური ხმოვანი ნამუშევარი გამოფენის ყველაზე ძლიერი და ყოვლისმომცველი ელემენტი ყოფილიყო.
გამოფენა ის ინსტრუმენტია, რომელიც საზღვრების ამაოებაზე, დაკარგულ ისტორიაზე და, მომავლის ფუჭ იმედებზე საუბრობს. როგორ შევაბრუნოთ, როგორ გავიმეოროთ ისტორია? როგორ შეუძლია დაკარგულ არტეფაქტებს თავად განასახიერონ ძალადობა საპასუხოდ? როგორ შეიძლება, ისევ წყალი იქცეს საპასუხო იარაღად? ეს გამოფენის ტექსტის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტებია.
მე მაინტერესებს ქურთული იდენტობის არადმგრადი ბუნება, ბრძოლა ქურთისტანის იდეის წინააღმდეგ, რომელიც დღესაც გრძელდება, ბრძოლა „ქურთობის” არარსებობისთვის, და მაინტერესებს ისიც, როგორ შეიძლება გავუმკლავდეთ გრძნობებს, რომელიც თან ახლავს ფრაგმენტულ ისტორიას - და გაწყვეტილ კავშირს მომავალთან . „კლდის ციხესიმაგრეს“ ქურთისტანი ფიქტიურ რეალობაში გადააქვს - ესაა, რასაც ვატარებ და ვგრძნობ ახლა.