როცა დედამიწა მართლა მსუბუქია
ოქროსფერი, ხრიოკი მთების ფონზე - ჰაერში, უეცრად ბიჭის სილუეტი იჭრება და მოწყვეტით, ხმაურით ეშვება მიწაზე. მიტოვებული ნაგებობის ნანგრევებში სკეიტბორდით სრიალებენ, ეცემიან, ფიცრებით აშენებულ ტრამპლინებზე ხტებიან. ეს პირველი სცენაა - ნათელი, ცოცხალი და მელანქოლიური.
ფილმი სკეიტერების ნაკვალევს მიჰყვება და ჩვენც თითქოს სრიალით ვათვალიერებთ რაღაც მისტიკურ ქალაქს და მის ფრაგმენტებს ვხედავთ. გვესმის რუსული ესტრადის ხმა მეზობლის ტელევიზორიდან, ვხედავთ როგორ ლივლივებს ღამის ქალაქი, როგორ იცინიან და ისვრიან ტყვიებს შიშველ მდელოზე, როგორ აპროტესტებენ, როგორ იმეტებენ.
"როცა დედამიწა მსუბუქია" ორი სამყაროს მიჯნაზე, მათი გადაკვეთის თუ დაშორების წერტილებზე მოძრაობაა. ერთ მხარეს ახლის დასაწყისია - თავდავიწყებამდე გალაღებული, თამამი და დაბნეული, მეორე მხარეს - აგრესიული, ხმაურიანი, დამთრგუნველი საჯარო სივრცე. ეს ქალაქი ფილმის გმირებისთვის ყველაფერია ერთად - არის "გეტოც" და "კალიფორნიაც", ჯადოსნურიც, აბსურდულიც და უხეშიც, თავისუფალიც და დაუნდობელიც. ქალაქისთვის კი ისინი, უბრალოდ, ლამაზ