გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
წარწერა ტრიბუნებზე
თეგები: #ომი, #რუსეთი

როგორ მოვამზადოთ ბორში ოკუპირებულ ქვეყანაში

ყველაზე უცნაურ არჩევანს გაზაფხულზე ვაკეთებ. 

უკვე ერთი სემესტრი ბარდის უნივერსიტეტში ვსწავლობ. 2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წლის თავია. შესვენებაზე ჩემი კურსელები რუსული კულინარიის „ვორკშოპზე“ მეპატიჟებიან. ჯერ ვიბნევი, მერე ვბრაზობ. ომიდან ათი წლის თავზე, რუსული ბორშის საღამო, რა უხერხულია. ვტრიალდები და სახლისკენ მივდივარ. მაგრამ გზაში ეჭვი მღრღნის, ბორშის და ტოლმის რუსებთან ერთად გაკეთება შეიძლება იყოს ქვეყნის ღალატი? როგორც ჩანს, ასეა, რადგან ქართველი მომღერლების კონცერტი მოსკოვში, დღესაც ღალატი მგონია. ნამდვილად ასეა, ვფიქრობ ჩემთვის, მერე მეგობრებს ვურეკავ და ვორკშოპზე მივდივარ. მაინტერესებს, რა განცდაა, ბორშის კეთებას რუსი ექთნებისგან რომ სწავლობ, ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად ტოლმას მიირთმევ და საკუთარ ქვეყანას ღალატობ.  

ზაფხულში უკვე სადიპლომო თეზისზე ვიწყებ ფიქრს. მცოცავი ოკუპაცია, საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. მოსახლეობის 6% დევნილია, ორასწლიანი ბატონობა გრძელდება – ისევ აქ ვტრიალებ. მაინტერესებს ახალი ეროვნული სიმბ

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა