როგორ ტოვებდნენ სახლებს? | ქელბაჯარი, 15 ნოემბერი, 2020
20.11.2020ქელბაჯარი, 15 ნოემბერი, 2020
ფოტოგრაფი ჰაკობ მანუკიანი ქელბაჯარში გატარებულ დღეს იხსენებს.
ჩვენ ქელბაჯარში 15 ნოემბერს ჩავედით. ხალხს ღამის 12 საათამდე უნდა დაეტოვებინა სახლები. ადგილობრივები დროშებთან ფოტოებს იღებდნენ.
ძალიან ბევრი სახლი იწვოდა და ბევრიც უკვე დამწვარი იყო.
ძალიან ცოტა ადამიანი იყო დარჩენილი. ზოგი ხეებს ჭრიდა, ზოგს სახლის სახურავი მიჰქონდა თან. ერთი სახლი მახსოვს, რომელსაც სახურავი არ ჰქონდა, მაგრამ მაგიდაზე საჭმელი ეწყო. ყველამ ყველაფერი თან ვერ წაიღო. ვნახეთ მიტოვებული სათამაშოები, ტანსაცმელი, საჭმელი. თითქოს უკან დაბრუნებას აპირებენო. წარმოდგენაც არ ჰქონდათ სად მიდიოდნენ. საღამოს გზაზე მანქანების ათკილომეტრიანი საცობი იყო.
ხალხი ტოვებდა ქელბაჯარს.
ბევრი სომხეთიდანაც მოდიოდა დადივანქის მონასტრის სანახავად. ვნახეთ აზერბაიჯანელების ძველი სახლებიც, სადაც ოცდაათი წლის წინ ცხოვრობდნენ. ალბათ, ისინიც იგივეს განიცდიდნენ, როცა სახლებს ტოვებდნენ. ახლა სომხები ტოვებენ სახლებს. ეს ძალიან სევდიანია.