გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ნამე

„იქ, სადაც ჯადოსნური თევზები სიზმრებს ვეღარ ხედავენ“

ვერნერ ჰერცოგის ფილმში „იქ, სადაც მწვანე ჭიანჭველები სიზმრებს ხედავენ“ ავსტრალიის ერთ პატარა დასახლებაში ადგილობრივი აბორიგენები ჭაბურღილის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, რადგან სწამთ, რომ ამ ადგილას დაბუდებულ უჩვეულო ჭიანჭველებს ძილი და მყუდროება დაერღვევათ და გადაშენდებიან.

ზაზა ხალვაშის ახალ ფილმში „ნამე“ ჯადოსნური თევზი სამკურნალო თვისებებს კარგავს მას მერე, რაც მახლობლად კაშხლის მშენებლობა იწყება, წყალი უცხო ნივთიერებების შერევის შედეგად იმღვრევა და შმორდება. მშენებლობა თავდაპირველად ფონად შემოდის და შეუმჩნევლად გაიელვებს ერთ პატარა ეპიზოდში, ფინალურ კადრში კი გამაყრუებელი გუგუნით იპყრობს მაყურებლის ყურადღებას. ასეთი დასასრული მით უფრო საგანგაშო ელფერს იღებს, რომ მკვეთრ კონტრასტს ქმნის მთელი ფილმის მშვიდ, ცოტა იდუმალ და, როგორც თავად რეჟისორი განსაზღვრავს, ჩუმ ტონალობასთან.

ზაზა ხალვაშის „ჩუმი კინო“ თანამედროვე არტჰაუსში გამოკვეთილ ტენდენციასთან, ე.წ. Slow Cinema-სთან პოულობს მსგავსებას. თუმცა ხანგრძლივი კადრების აუჩქარებელი, მდორე რიტმი არა იმდენად ამ უკანასკნელის

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა