სალომეია ბაუერი
ლ.ც.: როგორ ჰყვები ხოლმე ბავშვობაზე?
ს.ბ.: ოთხ წლამდე თბილისში ვცხოვრობდი. 1993 წელს, როდესაც ძალიან გაჭირდა ცხოვრება, დედამ ცოტა ხნით ბებიასთან წაგვიყვანა. ბებია ცხოვრობდა ყაბარდო-ბალყარეთის ქალაქ ნალჩიკში, პატარა მუსლიმურ პროვინციაში, სადაც ჰქონდათ გაზი, წყალი და ელექტროენერგია. ეს „ცოტა ხანი“ 18 წლამდე გაგრძელდა. ნალჩიკში ძალიან ტრადიციული და რელიგიური ხალხი ცხოვრობს. ჩვენთან კი, ოჯახში არცერთი ღმერთის არ სწამდათ. იქ ყველგან უცხოდ ვგრძნობდი თავს. პუტკუნა, ცოტა შეშინებული, კომპლექსიანი ბავშვი ვიყავი და პატარაობიდან იქიდან გაქცევაზე ვოცნებობდი. მინდოდა, წავსულიყავი შორს მეზობლებისგან, იმ ხალხისგან, ვინც ჩემზე უკეთ იცოდა, როგორ უნდა მეცხოვრა.
ჯერ მოსკოვში ვგიკ-ში (მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტი) ჩავაბარე, რეჟისორობა მინდოდა. დავამთავრე და მალევე წამოვედი. მეხუთე წელია, თბილისში ვარ. მოსკოვში კავკასიელი ვიყავი. ამ სიძულვილს პირისპირ იშვიათად ავლენდნენ, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი მათ განწყობას ამ სასტიკ, ცივ, ა