გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ნისლი ქალაქში

სამართლებრივი დავა სახელმწიფოსთან

ერთ საღამოს თამუნამ ფეისბუკის ჩატში მომწერა, რომ მისი 8 წლის ხუჭუჭა ბიჭი ბოლო რამდენიმე დღეს თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. ბიჭი, რომელსაც მეტყველება უჭირს, კონკრეტულ ჩივილს ვერ გამოხატავდა, მაგრამ, დედას ანიშნებდა, რომ მთელი სხეული სტკიოდა. თამუნა გრძნობდა, რომ ბავშვი უკიდურესად გაღიზიანებული და დაჭიმული იყო, უჭირდა ჯდომა, დგომა, ერეოდა გული. სხვადასხვა საავადმყოფოში ექიმები მხრებს იჩეჩავდნენ და ამბობდნენ: ჩემი პაციენტი არ არის. ბავშვის ცუდად ყოფნის მიზეზი რამდენიმე დღეში გავიგეთ, სისხლში ტყვიის ანალიზმა კრიტიკული რიცხვი აჩვენა. როდესაც ეს ნიშნული სპეციალისტებს ვაჩვენეთ, ისინი გვეკითხებოდნენ, დარწმუნებული ხართ, რომ რიცხვი არ გეშლებათო? თამუნას არაფერი არ ეშლებოდა. მალე სისხლში ტყვიის კრიტიკულად მაღალი შემცველობა მეორე შვილს და თვითონ თამუნასაც აღმოაჩნდა.

ამის მერე დავიწყეთ ტყვიით მოწამვლის თემის ძიება. მომდევნო დღეების განმავლობაში, ჩვენი ორგანიზაციის რამდენიმე იურისტი და დედა გულმოდგინედ ვეძებდით ქვეყანაში ბავშვების ტყვიით მოწამვლის შესახებ რამე ინფორმაციას ჯერ ჯანდაცვის სამინ

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა