სამი საღამო კახა თოლორდავასთან ერთად Skype-ში
23.11.2017 | 8 წუთიანი საკითხავი– I'm interviewing someone for Indigo, – გახარებულმა ვუთხარი ჩემს აქაურ მეგობრებს.
– Cool! Who is he?
– He's ummm... He's just a man I know.
A man I know – კახა თოლორდავაა – შლაპით, ველოსიპედით, ფოტოაპარატით, ადამიანი, რომელსაც უყვარს თბილისში ხეტიალი და All that Jazz თუ ძალიან ზედაპირულად ვიტყვი.
ალბათ, საუკეთესო გზა, ადამიანი აალაპარაკო, არის ის, რომ შენზე გულახდილად მოუყვე. ასეც ვიქცეოდი. ნელ-ნელა თავიდან გავიცანით ერთმანეთი. მე ჩემს აქაურ ცხოვრებასა და გამოწვევებზე მოვუყევი, თვითონ თავისაზე. მე ლონდონში ჩემი გაქცევის მიზეზებსა და კომფორტის ზონაზე, თვითონ კი იმაზე, თუ რატომ დარჩა თბილისში. მე ჩემს გოგოებსა და შფოთვებზე, თვითონ იმაზე, თუ როგორი პარტნიორია. ჰოდა, ასე აღმოვაჩინე სამი დღის შემდეგ სულ ახალი კახა თოლორდავა.
სადამდეც შევძვერი.
სადამდეც გავბედე.
სადამდეც მიმიშვა.
ჰოდა, რა არის შლაპის და ველოსიპედის მიღმა? კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება ახერხებს, არ მოიწყინოს, არავის დაემსგავსოს, ყოველთვის გაგაკვირვოს და ყველაზე დრამა