სამხრეთ ოსეთის სტატუსი
04.01.20201918-1921 წლებში, პირველი რესპუბლიკის დროს, შეიარაღებული კონფლიქტის მიუხედავად, ოსებს ეთნიკური ნიშნით ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ერთეული არ ჰქონიათ. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ კი, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ეთნიკური უმცირესობებისათვის, მათი ნაციონალური თვითმყოფადობის შენარჩუნების მიზნით, სსრკ-ის მთელ ტერიტორიაზე, 1920-იან წლებში იქმნებოდა ავტონომიები.
1921 წლის 6-8 სექტემბერს გაიმართა სამხრეთ ოსეთის რევოლუციური და პარტიული კომიტეტის გაერთიანებული სხდომა, რომელმაც დაამტკიცა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია და სოციალისტური რესპუბლიკის საზღვრების პროექტი. 17 ნოემბერს ბოლშევიკი ლიდერების, ალექსანდრე ჯათიევისა და მამია ორახელაშვილის მოხსენების საფუძველზე, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმმა სამხრეთ ოსეთს არ განუსაზღვრა რესპუბლიკის სტატუსი და მხოლოდ ოლქის სტატუსი მიანიჭა.
1921 წლის 12 დეკემბერი – საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრად განსაზღვ