საქართველო ფრანკფურტზე
ინტერვიუ წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორთან, დეა მეტრეველთან
დეა, საუბარი წიგნის ეროვნული ცენტრის არსზე დავიწყოთ; ბევრ, თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებში გარკვეულ ადამიანსაც კი ჰგონია, რომ ეს ორგანიზაცია ვალდებულია, წყვეტდეს, თუ რა გამოიცეს საზღვარგარეთ და რა – არა. რა პროცესის მხარდამჭერია წიგნის ცენტრი? როგორ განისაზღვრება, თუ რომელი პროექტია პრიორიტეტული საზღვარგარეთ გამოცემისთვის?
წიგნის ცენტრი დაფუძნდა ანალოგიური პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატის გათვალისწინებით, ასეთები მსოფლიოში არაერთია: ნორვეგიაში Norla, საფრანგეთში CNL, ნიდერლანდებში Letterenfonds, ფინეთში FILI და ა.შ. ყველა ამ ფონდის თუ ინსტიტუტის მთავარი ფუნქცია არის მათი ქვეყნის ლიტერატურის თარგმნის ხელშეწყობა – სწორედ ეს მოდელი ავიღეთ სამაგალითოდ; გავითვალისწინეთ და მივუსადაგეთ საქართველოს რეალობას, ჩვენს გამოწვევებს.
ასე რომ, ჩვენი უმთავრესი მიზანია მთარგმნელობითი პროცესის ხელშეწყობა, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე – შიგნით. ცენტ