გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ბავშვი
თეგები: #ბავშვები

საუბრები ბავშვებთან - ანა 17 წლის

დედაჩემს ვთხოვე, ისე ვცდი, გავალ ამ ფლექსის ტესტირებაზე, ცუდად დავწერ, უბრალოდ გამოცდილებას მაინც მივიღებ-მეთქი. გამოვიდა, რომ მოტყუებით გავედი. ინგლისურში იმდენს ვმეცადინეობდი. აბა, ცუდად დავწერდი მართლა?

ჩემი ცხოვრების ოცნება იყო ამერიკაში წასვლა. 15 წლის ვიყავი, მეგობარმა ფლექსის პროგრამაზე რო მომიყვა. ამაზე აღარ დამელაპარაკოო, დედაჩემმა მაშინვე მითხრა. ჩემი საოცნებო ქვეყანა იმიტომ კი არ იყო, რომ რამე განსაკუთრებული სილამაზე მეგონა, უბრალოდ ვიცოდი, რომ ბევრად ადაპტირებულია უსინათლოებისთვის. მაინტერესებდა, როგორ დადიოდნენ უსინათლოები საჯარო სკოლაში, მარტო როგორ ცხოვრობდნენ.

ტურებზე მამას დავყავდი. ბოლოდან რო გამოვედი, თუ გაიმარჯვებ, წადიო, მითხრა.

სკოლის გაკვეთილზე ვიჯექი, რომ დამირეკეს. ალბათ ხუთჯერ მაინც გავამეორებინე: თქვენ ფლექსის პროგრამის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული ხართ. იმ ღამეს ვერ დავიძინე.

დედა ძალიან ღელავდა, მაგრამ არ გაგიშვებო, აღარ უთქვამს. მე ვაჩვენებდი, თითქოს არ ვნერვიულობდი. ამ დროს, ყველაფერზე წინასწარ ვფიქრობდი, როგორ უნდა ვიცხო

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა