გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
საუბრები ბავშვებთან
თეგები: #ბავშვები

საუბრები ბავშვებთან - კატერინა, ანასტასია, ელენე, ანა და სალომე

კატერინა, 16 წლის

სულ, სულ დაღლილი ვარ სკოლაში.

სასწავლო ნაწილისგან პრობლემა მქონდა, თმა რომ ცისფრად შევიღებე, იყო ყვირილი და შეურაცხყოფა, მაგრამ მაინც მოვახერხე და დავიტოვე ეგ ფერი.

ჩვენ მუსლიმი კლასელი გვყავს და ეგ ამბავი ბოლომდე ეხლაც არ არის მოგვარებული. ბავშვების დამოკიდებულებას რომ ვაკვირდები, ვხვდები, რომ მოჭიდავე და ძლიერი რომ არ იყოს, უფრო მეტი შეურაცხყოფა იქნებოდა. ჩემს კლასში შოვინისტური შეურაცხყოფაც არის, სექსისტურიც და ჰომოფობიურიც. ყველანაირი.

მშობლებთანაც იშვიათად ვლაპარაკობ, არ მომწონს ის, რომ სიტყვა თავისუფლებას სხვანაირად აღიქვამენ. ბაბუაჩემი მიყვებოდა, ჩემს დროს ჯაზის დაკვრისთვის ხალხს სამსახურიდან აგდებდნენო. ამას ისე მიყვებოდა, თითქოს ეგრეც უნდა ყოფილიყო. შეაჩვიეს გონება, რომ მათზე მაღლა მდგომები ასე იმიტომ აკეთებდნენ, რომ უკეთ იცოდნენ რა იყო საჭირო.

არ მესმის, როგორ უნდა შეეჩვიო.

ანასტასია 16 წლის

არ შემიძლია მშობლების სკეპტიკურობა. ჩვენ ბევრად უფრო ტოლერანტულები ვართ. არ მომწონს, შ

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა