საუბრები ბავშვებთან - რუსო და TIKKI LEE
07.06.2019რუსო 17 წლის
უფროსები მიკერძოებულები არიან. სკოლაში თუ მუშაობს ბავშვის მშობელი, ხომ ზედ გადაყვებიან. ჩემთან პირიქით, დედაჩემი დამლაგებლად მუშაობს სკოლაში და სულ იმას მაყვედრიდნენ, დედაშენი დამლაგებელიაო. მე კი ადვილად დავძლიე ეს ყველაფერი, რადგან ზოგადად ადამიანი ვარ ისეთი, რომ პროტესტის გრძნობა მიჩნდება, როცა მჩაგრავენ, მაგრამ ძალიან საწყენია.
საკონტროლო დავწერე ერთხელ გეოგრაფიაში. გეოგრაფიაში საკმაოდ ძლიერი ვარ და 10-იანი მივიღე. რამდენიმე ბავშვმა გააპროტესტა, ჩვენ რატომ მივიღეთ დაბლები და რუსომ მაღალიო. მეორე მასწავლებელმა კი, როგორ მიიღო მაღალი ნიშანი, ეს ხომ დამლაგებლის შვილიაო. საკმაოდ უხეშად გამომივიდა პასუხი, მაგრამ იმას მივახვედრე, რომ დაბალი ღობე არ ვარ. კარგად გამომივიდა პასუხის გაცემა, მე მომწონს, დღემდე ვამაყობ. რომ გააანალიზეს, მიხვდნენ და ბოდიში მომიხადეს.
კორეაში მინდა ყველაზე მეტად წასვლა. ალბათ იმდენად უნდა გავძლიერდე იმ პროფესიაში, რომ
ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი