გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ნესტან ნენე კვინიკაძე
თეგები: #სიყვარული

შეყვარებულები და მორიდებული ქალი | ნესტან-ნენე კვინიკაძე

არ ვიცი, ამდენი წლის შემდეგ თავად თუ მიცნო. მე მაინც წამსვე ვიცანი, – ყაჯარული ფერწერის შედევრების წინ მდგარი და, სავარაუდოდ, შემდეგზე დაფიქრებული: – კი მაგრამ, იმ დროს მსოფლიო ომებით და გარდატეხებით არ ზანზარებდა?! ჰოდა, როგორ მოხდა, რომ ამ ნამუშევრებში ქალები დაირით და თუთიყუშებით იწონებენ თავს, ყმაწვილს შევარდენი ჰყავს, შეყვარებულები ერთმანეთს ეხვევიან, ვარდები ყვავის, სავარცხლებს ლექსები აწერია და მოცეკვავეები ინით შეღებილ ტერფებს გვიჩვენებენ?! საიდან ეს ფერადოვანი ფაქტურა? საიდან სექსუალობის ასეთი ხედვა? საიდან სილამაზის ეს სტანდარტი?

ეს ის დრო იყო, თბილისში ყველა ბუჩქის უკან ანანისტი ბიჭი რომ იდგა. სასქესო ორგანო ხელში ეჭირა და შენი ყურადღების მისაქცევად რაღაცას მოგაძახებდა ხოლმე. თუ დაუყვირებდი, გაიქცეოდა. თუ შეშინდებოდი, უკან გამოგყვებოდა. თბილისში სამოქალაქო ომი ახალი დასრულებული იყო. ქვეყნის ყველაზე ლამაზი ზღვისპირა მხარე კი ახალ ომში ჩასართველად ემზადებოდა.

ჩვენ მაინც ვაგრძელებდით ცხოვრებას: ვსწავლობდით, ვკითხულობდით, ელექტროენერგია როცა გვქონდა, ორკასეტიანი

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა