გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ბარი  Success

სიყვარულის კრიმინალური ქრონიკა

2017 წლის 3 ივლისს გაქურდეს ბარი Success

„Sucker“. მზერა ნეონზე მიშტერდება. შუაზე გაპობილი გულის ფორმის საწუწნი კანფეტი. დაბურული წითელი შუქი ადამიანებს თვალის გუგებს უნათებს. ღვთაებრივად ლამაზი ბიჭი, ვერცხლისფერ კაბასა და ქუსლიან ფეხსაცმელში, ხმამაღლა იცინის და ელაპარაკება შუახნის კაცს. იქვე, გოგონა დგას, კისერზე მძიმე ჯაჭვი უკეთია, ოფლისა და ბრჭყვიალა ფხვნილისაგან კანი უბზინავს. სარკეში სელფის იღებს და კადრში ღიმილით მახვედრებს. არ ვიცი, როდის გამოვფხიზლდები და ოდნავი გაუცხოება მაქვს. კედელს ვეყრდნობი, რბილი პლუშის ზედაპირი აქვს, კანს სიამოვნებს, მეღიმება. Sucker – მას, ვინც კიჩამდე სენტიმენტალური და მოწყვლადია, შეუძლია ღიად და დაუფარავად იყოს მელოდრამატული, აგეწებოს კანფეტივით და ბავშვივით გთხოვოს სიყვარული, გამოგწოვოს სიტყვები, თამამად იყოს დაუცველი. გულის გატეხა გარისკოს.

„მე ასე არ შემიძლია, – ვფიქრობ, – ტკბილ კოქტეილებს ყველაზე მძიმე პახმელია აქვს!“. უცბად მეგობარს სახე მოაქვს ახლოს და ჩემი სასმელიდან წრუპავს, ყურადღებას არ ვაქცევ. საპნის ბუშტები დისკო

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა