სიძულვილს – სიძულვილი სიკვდილს – სიკვდილი!
იმის მიუხედავად, რომ მთელი ჩემი ცხოვრება ქართული ფემინიზმის მანიფესტს დაემსგავსა, წლევანდელი 8 მარტი და ქალთა აქციები, უახლესი წარსულიდან ალბათ ყველაზე მძიმედ მომაგონდება. კულტურული ცხოვრების მიმოხილვასთან არაფერ კავშირშია, მაგრამ ანაბანაა: რაღაცის დაცვის ან უფლებების მოპოვების კამპანიას თუ ვიწყებთ, უნდა ვცადოთ და განსხვავებული საზოგადოებრივი ჯგუფების კეთილგანწყობა მოვიპოვოთ. სტიგმის მოხსნა, სტერეოტიპების შემსუბუქება დავისახოთ მიზნად. სხვაგვარად გამოგვივა, რომ მხოლოდ „ჩაგვეთვალა“, ანდა უარესი – დესტრუქციულები თვითონ ვართ.
8 მარტს ქართველმა ფემინისტებმა წავაგეთ არასწორი სტრატეგიის გამო. არასწორი იყო არა იმიტომ, რომ ვინმე საკუთარ სხეულს საჯაროდ, ვერბალურად ეალერსებოდა, არც იმიტომ, რომ ინფანტილური პერფორმანსი გაიმართა, არამედ იმიტომ, რომ აგრესიით შევიარაღდით. ქალებისკენ მიმართულ უთვალავ კულტურულ შეზღუდვასა და სტერეოტიპს დამცინავად ვპასუხობთ, თითქოს ქილიკი რამეს შველოდეს. თითქოს მეორე მხარეს ნასროლი აგრესია უფრო გონიერს და ჰუმანურს გახდის სხვას. სინამდვილეში აგრესია ბადებს აგრესი