სოი კობა | ზაზა ბურჭულაძე აკა მორჩილაძის რომანზე
აკაკიებმა დაწერენ წიგნი. კაი წიგნი. ძან კაი. საანდერძო.
ამ აკაკიებთან ერთათ კოფე ვჟურეთ ამწინებზე “აინშტაინში”, პოცდამერზეთ. თითქმის სუხუმსკი, პესკების. ეინშტეინშიო, მისი წიგნის დაკლადჩიკი იტყოდა, წერეთელ-ქიქავას კვალობაზეთ. ჰოდა, ვზით ასე მოჩრდილულში კოხტათ, მასტერ და მარგალიტასავით, ვჟურამთ კოფეს, ვაფუილებთ პაპიროსებს, ამბავი. სიტყვამ მეიტანა და ჩვენ ვორში რომელია ვოსტატი და რომელია მარგალიტა, იოლი გამოსაცნობია, მგონია. ამაშია საქმე. გულის პაპა და ფურთის ქალი.
მაშვინ უთხარი, შენა შეხვედრების, რაცხანაირი გაგებების ვოსტატი ხარ-თქვა. უამვსტრეჩეფოთ და უამგაგებეფოთ რაფელ იქნებოდენ შენი გმირები-თქვა. ასეა ეს. რამკიანია ვინცხა, მეკურტუმე, აფიცერი, ხატვარი თუ კამსამოლა, აკაკიები ამნაირეფს - გაგებების, პანიაწიების, ასობი პაკროვების და ვზგლიადების ხალხს უწრიალებენ. უწრიალებენ და ახვედრებენ აქით, ი