გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ნაომი დუგიდი

ნაომი დუგიდის სპარსეთის გემო

მივარდნილ აზერბაიჯანულ სოფელში მჟავე ჭერმის წვნიანზე, შესაკმაზად გამზადებული ჩათუთქული ქართული ტყემალი ახსენდება, ერევანში ქადის ჭამისას - ახალქალაქში გასინჯული მესხი ქალის ნამცხვარი, იმერულად შეზავებულ ნიგვზიან ბაჟეზე კი ბროწეულითა და ისევ ნიგვზით შეზავებული რომელიმე ირანული კერძის გემო მოდის - ასეთია კულინარიაზე მწერალი კანადელი ქალი ნაომი დუგიდი, რომელიც 30 წელზე მეტია მოგზაურობს მაშინაც, როცა რეალურად მოგზაურობს და მაშინაც, როცა რომელიმე უცხო კერძს სინჯავს პირველად. ეს წარმოსახვითი ხეტიალი გემოდან გეოპოლიტიკურ სივრცეებში მთელი მისი ცხოვრების აზრია. ასე ხედავს სამყაროს - კერძს ინგრედიენტებად შლის, ამ ინგრედიენტების გავრცელების სავარაუდო მარშრუტს ადგენს, რისთვისაც, ცხადია, ისტორიულ მოცემულობებს ეყრდნობა და აანალიზებს ძველი ადამიანების ქცევას, მათი კულტურის ჩამოყალიბება-განვითარების და ურთიერთგავლენების პროცესს. ამიტომ ისტორიასა და აწმყოს შორის კავშირს იოლად ავლებს, ცოდნისა და გამოცდილების დინებას ქვეყნიდან ქვეყანაში უწყვეტად მიჰყვება და მისი სამყაროს ხედვაც ამიტომაა გულით განცდილი

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა