სტადიონზე
30.07.2021საცხოვრებელი უბნიდან 15 წუთის ფეხით სავალ მანძილზე სულ მცირე 2 ჰა ფართობის დიდი მწვანე სივრცე უნდა იშლებოდეს.
ის უნდა მოიცავდეს სარეკრეაციო სივრცეებს, სათამაშო და სპორტულ მოედნებს. ასევე კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეებს. კიდევ ბუნებრივ, ან ნახევრად ბუნებრივ ლანდშაფტს.
დიდ პარკებში დიდი სივრცეებიც უნდა იყოფოდეს, ნაწილდებოდეს.
რომ დიდმა და ძლიერმა ჯგუფებმა მთელი ფართობი არ დაიკავონ და პატარა ჯგუფებისთვისაც დარჩეს თავისუფალი სივრცე.
ვიდეოები მომზადებულია პროექტისთვის “გამოხატვის თავისუფლების ხელშეწყობა არასრულწლოვანებისთვის”, რომელიც დაფინანსებულია ადამიანის უფლებათა სახლების ფონდისა და ევროკავშირის მიერ. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ინდიგო და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.