სტალინი
19.04.2019იქვეა სტალინის ობელისკი. ბენზინგასამართი სადგურის უკან დამალული.
1935 წლის 16 დეკემბერს, საქართველოს კომპარტიის ცეკას ბიურომ მიიღო დადგენილება „ამხ. სტალინის ცხოვრებისა და
რევოლიუციონერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებული ისტორიული ადგილების მონიშვნის შესახებ“. დადგენილებით თბილისში შვიდ ობიექტზე უნდა განთავსებულიყო მემორიალური ნიშანი ‒ მათ შორის ყოფილი „ბოზარჯიანცის და შვილების“ თამბაქოს ფაბრიკის ფასადზე.
ფაბრიკის წინ, ნიკოლოზის ჯვრის ადგილას, საგანგებო ობელისკი აღმართეს ‒ წარწერით, რომ აქ, თამბაქოს ფაბრიკის მუშებს შორის ამხანაგი სტალინი რევოლუციურ აგიტაცია-პროპაგანდას ეწეოდა.
დღეს ობელისკს ვერც კი შენიშნავთ ‒ მას ბენზინგასამართი სადგური ფარავს; ლითონის ასოები მოხსნილია, თუმცა დაკვირვებულ თვალს მაინც შეუძლია შრიფტის ნაკვალევის წაკითხვა, რომელიც შავ