თბილისი თბილისელებს: თქვენი დედაც მოვტყან!
04.06.2018 | 10 წუთიანი საკითხავინიკო ნერგაძე („რადიო თავისუფლება“ სპეციალურად ინდიგოსთვის)
ხანდახან სიტყვის შერბილება ჯობს – ცუდი სიტყვის ნაკლებად ცუდით შეცვლა. ვატირე, მაგალითად. ან ჯეკის ხსენება. მაგრამ, არა! ამ შემთხვევაში სხვა სიტყვა ადეკვატურად ვერ გადმოსცემს უგულობას, არაფრადჩაგდებას და ფეხზედაკიდებას, რომელსაც მთლიანად ქალაქი იჩენს თავისი მცხოვრებლების მიმართ. მერიან, მუშიან, მძღოლიან, ფეხითმოსიარულეიან, დედიანბუდიანად ყველა ყოველდღიურად გამოხატავს დამოკიდებულებას თბილისელების მიმართ და ეს დამოკიდებულებაა – ერთი მაგათი დედაც მოვტყან!
1
აი, სხვა რა შეიძლება დავარქვათ ასეთ ვითარებას: მობაჩუნობ შენთვის ქალაქის ცენტრში, მტვრიან ჰაერს სუნთქავ და უცებ ხედავ, რომ ბალახის მორწყვის ავტომატური სისტემა ჩაირთო. ხომ იცით, რუსთაველსა და მელიქიშვილზე ტროტუარის განაპირას რომ სევდიანი სიმწვანეებია ჩარგული. ოღონდ, ეს მორწყვის სისტემა მარტო ბალახს კი არა, ნახევარ ტროტუარსაც ასველებს. გზაზე განთავსებული მერხებიც ირწყვება ისე, რომ მერე, კიდევ კარგა ხანს ზედ ვერავინ დაჯდება. ეს ერთხელ და ორ