გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
მაიკლ პალმერი

თბილისის ფიქრები | მაიკლ პალმერი

უნდა დაიკიდო სიჩუმე

ლექსის მარცხენა მხარის.

უნდა დაიკიდო ყმუილი

ლექსის მარჯვენა მხარის.

და დაიკიდო პატარა ჯარისკაცები ქალაქის კარიბჭეებში

ხიშტებზე წაწერილი ობოლი ლექსებით

ნუ მიაქცევ ყურადღებას

ვირთხებს ბეღელში

ან ქურდებს

რომლებიც მოიპარავენ ცისკრის ნათელს

ლექსიდან

და ჩირაღდნის შუქს ლექსიდან

და შინაგან ნათელს ლექსიდან

და ლექსის სიბნელეს ლექსიდან

უნდა დაიკიდო

ლექსის სექსი,

თუ შეგიძლია

თუ შეგიძლია

არასოდეს უთხრა ლექსს,

რა უნდა გაკეთდეს.

არ სთხოვო დანდობა ლექსს

რაკი ეს მას არ ძალუძს ისედაც.

არ ჰკითხო, რა ენაზე ლაპარაკობს

რაკი პასუხი არ არსებობს.

გახსოვდეს, სიბნელეც და სინათლეც

ერთია,

თუ შენ შეგიძლია

თუ შენ შეგიძლია,

რომ მე და  შენ იყოს ერთი და იგივე

და იგივე იყოს მაღლა და დაბლა

შორს და ახლოს

შემოიხვიე სიტყვები, რომლებიც არ გესმის.

თარგმანი: პაატა შამუგია

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა