The Tiger Lillies / „თაიგერ ლილიზ“ – თეატრალურ ფესტივალზე
პედერ ბიურმანი მულტიმედია-კონცერტი 20 სექტემბერი
რეჟისორი: პოლ გოლუბი
მუსიკალური რეჟისორი: მარტინ ჟაკი
ვიზუალური რეჟისორი: მარკ ჰოლთიუსენი
მუსიკალური ადაპტაცია: პარტინ ჟაკი – ვოკალი, ჰარმონიკა, ფორტეპიანო
ადრიან სტაუტი: ბასი, ხერხი (მუსიკალური), ტერმენვოქსი, ვოკალი
ხანგრძლივობა: 90 წუთი, უანტრაქტოდ
შემსურლებლები:
მარტინ ჟაკი: ვოკალი, ჰარმონიკა, ფორტეპიანო
ადრიან სტაუტი : ბასი, მუსიკალური ხერხი, ტერმენვოქსი, ვოკალი
იონას გოლანდი: დასარტყმელი ინსტრუმენტები, ვოკალი
„თაიგერ ლილიზ“ სრულიად უჩვეულო სამწევრიანი ჯგუფია. მათი მუსიკა საოპერო ჟანრის, ბოშური სიმღერებისა და პარიზის მარცხენა სანაპიროს გასაოცარი ნაზავია, მაგრამ ის, რაც ამ ჯგუფს სხვა დანარჩენებისგან მართლაც გამოარჩევს, უმძლავრესი ემოციური მუხტია და შესრულების უშუალოება, „დაუმუშავებელი“, ველური ვნება. შავი იუმორის ამ დიდოსტატების მუსიკალურ წამორდგენებში „გრძნობათა შეურაცხყოფას“ უსაზღვრო სინაზით აღფრთოვანება მოსდევს. მათი მუსიკა პირქუშია, შავი იუმორით გაჯერებული, პერვერსიულად მშვენიერი – ხოლო მისი ჟანრის განსაზღვრა შეუძლებელია. უკანასკნელ შოუში ჯგუფს ედგარ ალან პოს „მოჯადოებული სასახლე“ შემოაქვს – მძაფრი ვიზუალური კოშმარი, უჩვეულო მუსიკალური extravaganza – „თაიგერ ლილიზ“ ედგარ ალან პოს შავბნელ, ავისმომასწავლებელ სამყაროში დგამს ფეხს.
თეატრის ისტორია:
ჯგუფი „თაიგერ ლილიზ“ 1989 წელს შეიქმნა. მას შემდეგ ათეულობით წლები გადის, მაგრამ მათი ჟღერადობა კვლავ ყველა უნიკალურ და ორიგინალურ რამედ რჩება, რასაც კი ადამიანი ხელოვნებაში შეიძლება გადაეყაროს. მარტინ ჟაკმა, ანსამბლის ფრონტმენმა, სიმღერების ავტორმა და ჯგუფის შემქმნელმა, ახალგაზრდობის არაერთი წელი გაატარა ბორდელის თავზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში, ლონდონის სოჰოში და ფანჯრიდან ადევენებდა თვალს ქალაქის ამ ნაწილის ხმაურიან, ფარულ ცხოვრებას. ჟაკს ათი წელი დასჭირდა, ეს უჩვეულო სამყარო ხელოვნებად რომ გადაექცია, ეს მომღერლად და სიმღერების ავტორად ტრანსფორმირების წლები იყო. 1989 წელს მას პირველი აკორდეონი გაუჩნდა. მას შემდეგ „თაიგერ ლილიზ“ ძალიან მალე შეიქმნა. „თაიგერ ლილიზმა“ თავიდანვე შეიმუშავა თავისი გამორჩეული ჟღერადობა და სტილი და მალე გაიკვლია გზა ლონდონის ფაბებიდან პიკადილის თეატრამდე, ქუჩის მუსიკოსობიდან სიდნეის საოპერო თეატრის სცენამდე. მალე „თაიგერ ლილიზმა“ მსოფლიო მოიარა საკონცერტო ტურითა და სხვადსხვა თეატრალურ- თუ არტპროექტებში მონაწილეობით. ჯგუფის მიღწევებიდან ყველაზე გამოსარჩევია ლოურენს ოლივიეს პრემია მისი საკულტო სიმღერად ქცეული ჰიტისთვის Shockheaded Peter და გრემი ალბომისათვის The Gorey End. უკანასკნელი ორი ათეული წლის განმავლობაში „თაიგერ ლილიზს“ წელიწადში საშუალოდ 200 გამოსვლა აქვს და მიუხედავად იმისა, რომ დიდ დროს მოგზაურობაში ატარებს, ჯგუფი წელიწადში ერთზე მეტ ალბომს გამოსცემს. „თაიგერ ლილიზს“ მსოფლიოს მრავალ შოუში მიუღია მონაწილეობა და ხელოვნების ყველა სფეროს არტისტებთან უმუშავია.
„თაიგერ ლილიზ“-ის სამყარო ბნელია, არაფრის მსგავსი, მრავლფეროვანი, ღრმა სევდის, დაუნდობელი შავი იუმორისა და უსაზღვრო სილამაზის ელემენტებით.
მისი მუსიკა ომამდელი ბერლინის კაბარეს, ანარქიული ოპერის და ბოშური მუსიკის ნაზავია, მისი სამყარო ბერტოლდ ბრეხტის და ჟაკ ბრელის სამყაროებს ეხმიანება. ჯგუფი აღტაცებისგან აოგნებს, აღაფრთოვანებს და ართობს, და ამას პოსტმოდერნისტული ვოდევილის ფორმებით, შეუდარებელი in-year-face შოუებით ახერხებს, სადაც წინდაწინ ძნელი გამოსაცნობია, სად დასრულდება წარმოდგენის ზღვრები.