ტორტი ოლიგარქიას | 18.02.2025
19.02.202518 თებერვალს, პროევროპული პროტესტის 83-ე დღეს რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღე „აღნიშნეს“.
ორ თვეზე მეტია, საქართველოში უწყვეტი პროევროპული პროტესტი გრძელდება და მთავარი მოთხოვნები - გათავისუფლდნენ აქციებზე დაკავებული ადამიანები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები - უცვლელი რჩება.