ცისია, სოფო, ტატო, ლუკა, ნიკა, გიორგი, ანა
08.06.2019გიორგი: დღეს ჩემმა კლასელმა 5 ლარი დაკარგა და მერე მანდატური დაგვადგა, ბავშვმა 5 ლარი დაკარგა და თუ ვინმემ იპოვნა, მისცესო. არ ღირს, გავწელოთ, სანამ პოლიცია ჩავრიეთ და კამერები ამოვიღეთო. რკინის ლარიანებით იყოო.
ნიკა: რა უნდა გვეთქვა, ვიდექით ჩუმად.
სოფო: სასიამოვნო არ იყო უბრალოდ.
ტატო: ჩვენ რუსული იმენა გვებაზრება: შე ნაგლო ბავშვოო, რატო იცინიხარო? მიგასისხლიანებ კედელზეო, ყურებით ჩამოგკიდებო.
ნიკა: ჩემმა მასწავლებელმა დღეს სერგის უთხრა, ნიახური ხარო.
ტატო: მერე ჩემმა კლასელმა, მას, პეტრუშკაც კაი სახელიაო და იმან, ნიახური მარტო ლობიოს უხდებაო.
სოფო: ჩვენი ქართული მხიარული მასწავლებელია, კარგად ხსნის, მაგრამ მკაცრიც არის. ბავშვს ბავშვის ახსნილი უფრო ესმისო და ვინც იცის, გამოდითო. ერთმანეთს რო ვუხსნით, მოგვწონს, ყველას უხარია გამოსვლა.
ტატო: ფოტო გადაუღო ჩემმა კლასელმა ერთ მასწავლებელს ‒ გაკვეთილზე ეძ