ვინც შთაგვაგონებს N14 | ვახო ვახტანგიშვილი ელონ მასკის შესახებ
09.02.2016პროექტს ოცდაათი გმირი ჰყავს. 15 ნოვატორი, ცნობისმოყვარე ადამიანი გვიამბობს მათზე, ვინც ცვლილებებისთვის, მოქმედებისთვის მამოძრავებელი იდეა, ძალა და შთაგონება მისცეს.
Any sufficiently advanced technology is indistinguishable from magic...
ვახო ვახტანგიშვილი, 27 წლის, ციფრული სააგენტო "ლივინგსტონის" აღმასრულებელი დირექტორი, "ჯეოლაბის" თანადამფუძნებელი, მუდმივი აღმოჩენების მოყვარული და ელონ მასკის თანამოაზრე. "ვისურვებდი დღე-ღამეში იყოს ოცდაოთხ საათზე მეტი, რადგან დროის უმეტესი ნაწილი მიაქვს საქმეს, საიდანაც კომპენსაციად ვიღებ მუდმივ სიახლეებსა და მოძრაობას".
დიდი იდეა: მაინც კომპიუტერის შექმნა. ხელოვნური ინტელექტი, რომელიც წამის მეასედებში ითვლის და აანალიზებს იმას, რასაც ბევრი ჭკვიანი ადამიანის რესურსი დასჭირდებოდა. ჰოდა, მგონია, რომ რახან კომპიუტერმა შეძლო ერთი შეხედვით შეუძლებელი, ელონ მასკსაც არ გაუჭირდება ადამიანების მარსზე გაშვება.
ცოტა რამ ელონ