ვალჟინა მორტი | პოეზია
ფსალმუნი 18
*
მე ვლოცულობ ხეებთან და სიტყვები, როგორც უტყვი ნახირი,
ფეხებში მედება.
მე ვლოცულობ ხის ხორცთან, რომელსაც არასოდეს მიუტოვებია
თავისი ფესვები.
მე თვითონ – ხორცი ვარ, ფიქრის ძაფთან გადაწნული.
მე ვლოცულობ ხეებთან:
კიაფობს სიბნელეში – ჩემი პირველი საძინებლის
ფანჯრის ჩარჩოს კვადრატული ვარსკვლავი.
აჩრდილები, ჩემი მასწავლებლები!
ისუნთქეთ, ჩემო აჩრდილებო – ცაცხვების კენწეროებზე!
(სისხლი მაისის ყურებში!)
ყვრიმალები ჩემი მკვდრებისა – ცაცხვებში,
იდაყვები ჩემი მკვდრებისა – მწვანე სარკეებში.
*
განა შეიძლება ასე, რომ ხეებიც ამ მიწას ეკუთვნიან
და მეც ამ მიწას ვეკუთვნი?
სარეცხის თოკი უწონადო ხეებს შორის დამძიმებულა,
ფარსმანდუკი და ოროვანდი, ბახის ფუგა, ბახის
სიჩუმე ჩვენს სუფთა