გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ხანძარი - მარია პლიონ

მარია პლიონ, ჟურნალისტი

ჩემი მშობლები გუჯარეთის ხეობიდან არიან, დედაჩემი პატარა მიტარბიდან, მამაჩემი ბერძენაყაუდან (წითელისოფელი). წლინახევრის ვიყავი, მამამ ცხინვალში რომ დაიწყო მუშაობა. მე და ჩემი და იქ გავიზარდეთ.

ყოველ არდადეგებს – ზაფხულშიც და ზამთარშიც გუჯარეთში ან პატარა მიტარბში ვატარებდით.

1991 წლის ზამთარს, დედაჩემს პირველად შეეშინდა ჩვენი გაშვება სოფელში. ცხინვალში უკვე ისროდნენ. მაშინ არ ვიცოდით – თურმე ომი იწყებოდა. შეიარაღებული კაცები დადიოდნენ ქალაქში. დედაჩემმა იფიქრა, ბავშვები სოფელში უფრო უსაფრთხოდ იქნებიანო და გუჯარეთში გაგვიშვა.

7 წლის ვიყავი. ცოტა უკვე მომთბარი იყო. ეზოში ვთამაშობდი, ხუთი თუ ექვსი უცხო კაცი რომ შემოვიდა, კალაშნიკოვებით იყვნენ.

ცხინვალიდან ხარო, – მკითხეს. კი-მეთქი, ვუპასუხე. შენი მშობლებიც იქიდან არიანო? დიახ-მეთქი. ბებიაჩემმა ეს ლაპარაკი რომ გაიგო, გული წაუვიდა.

მანამდე თურმე ბიძაჩემს ეუბნებოდნენ, რომ დედაჩემი და მამაჩემი ტერორისტები იყვნენ. ყველას ასე ეუბნებოდნენ, ვისი ოჯახის წევრებიც ც

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა