გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ანკა ბოჭორიშვილი
თეგები: #ინდიგო N17

ყველაზე არასაბჭოთა პეპი

სამყარო სავსეა მოულოდნელობებით. ერთ-ერთი ასეთი მოულოდნელობაა სახელგანთქმული კანადელი მწერალი, რუსულენოვანი ავტორი და ქართველი ქალი ელენე ბოჭორიშვილი. იგი ერთბაშად სამ დიდ სიმრავლეს ეკუთვნის: სამშობლო საქართველოს, რუსულ ლიტერატურასა და კანადის სახელმწიფოს.

მისი პირველი სამყარო ქართულია - უპირველეს ყოვლისა, იგი ქართველია, თბილისში დაიბადა, ბათუმში შევიდა სკოლაში, თბილისის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა, თბილისში მუშაობდა ჟურნალისტად და დოკუმენტური ფილმების სცენარისტად. ჩვენთან მას სხვა სახელი ჰქვია, აქ მას იცნობენ, როგორც პეპის. ლინდგრენის პერსონაჟის სახელი მაშინ დაიმსახურა, როდესაც გაიცნეს, როგორც ყველასგან გამორჩეული, ენერგიული, მხიარული და ხაზგასმით არასაბჭოთა ადამიანი.

მისი მეორე სამყარო რუსული ენაა, პეპი რუსულენოვანი ავტორია. ცამეტი წლის ასაკიდან რუსულად წერდა სტატიებს, იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსულენოვანი სპორტული ჟურნალისტი.

<

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა