ზურა ჯიშკარიანი და სანდრო ასათიანი - Afterlife Design
28.11.2018
ზურა ჯიშკარიანი:
იდეა გაჩნდა დიდი ხნის წინ, როცა ერთმანეთს გადაეკვეთა ჩემი ობსესია სიკვდილის თემებით, გარდაცვლილი ახლობლების სიყვარული და ჩემი მეორე ობსესია ხელოვნური ინტელექტით და ტრანსჰუმანისტური სპეკულაციებით.
ამ პროცესს AfterLife Design-ს ვეძახი. თითქოს იდეა სრულიად ახალია, მაგრამ afterlife დიზაინერებს ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში ვხვდებით. პირამიდები ამის თვალსაჩინო მაგალითია: ეს არის თავისი დროისთვის უმაღლესი ტექნოლოგიებით შექმნილი დიდი საფლავის ქვა, რომელიც ფარაონების სიცოცხლეზე გვიყვება. ეს არქიტექტურული კონსტრუქცია ადამიანებს უკვდავს ხდის. რა თქმა უნდა, საუბარია ე.წ. ინფორმაციულ უკვდავებაზე, რადგან, როგორც იტყვიან, იქამდე არსებ