გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ხმა

ძვირფასო ლეონარდ | ანნა ძიაპშიპა

ძვირფასო ლეონარდ,

It's four in the morning, the end of December

I'm writing you now just to see if you're better

Famous blue raincoat

ვფიქრობდი, როგორ უნდა დამეწყო შენთვის წერილის მოწერა, მაგრამ როგორც კი ეკრანთან მივედი, ყველაფერი დამავიწყდა. მინდოდა, ყველაფერი ამ პატარა წერილში ჩამეტია, რადგან სავარაუდოდ ეს ერთადერთი იქნება, რომელსაც მოგწერ და ამის გამო ის, შენი მუსიკასავით არასრულყოფილი დარჩება. თუმცა, არ მაქვს იმედი, რომ ის იმ არასრულყოფილებასავით მშვენიერი იქნება, როგორსაც შენ ქმნიდი, მაგრამ მაინც შევეცდები. შენ ერთადერთი ხარ, რომელსაც ყველაფრის შერწყმა გეპატიებოდა შენს მუსიკაში, ლექსებსა და ცხოვრებაში, კი არ გეპატიებოდა, ზუსტად ეს შერწყმა ხდებოდა ყველაზე მიმზიდველი. ეთნომუსიკის ელემენტები, ბიბლიური სცენები, რელიგიური მოტივები, ეროტიკა, ქალების ბექვოკალები, დაუგეგმავად და სრულიად მოულოდნელად რომ შემოიჭრება ხოლმე შენს ხმასთან ერთად. ხანდახან ვერ ვხვდები, რანაირად მომწონს ეს ყველაფერი ერთად, მაგრამ ეგ მხოლოდ შენ შეგეძლო, სრულიად შეუთავსებელი, გაუგებარი

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა