პორნოგრაფია
(პუბლიცისტური პოემა-მანიფესტი)
ეძღვნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელმაც გასპარ ნოეს „სიყვარულის“ წინააღმდეგ პორნოგრაფიის ბრალდებით საქმე აღძრა.
ასევე, ეძღვნება იმ ადამიანებს, რომლებიც ავრცელებენ პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ჩანაწერებს.
ფოტო: მარიკა ქოჩიაშვილი
საზოგადოებრივ საქმიანობათაგან
პორნოგრაფია ყველაზე დიდებულია.
საშა გრეი არის საზოგადო მოღვაწე,
რომელსაც თაობების აღზრდაში უფრო დიდი წვლილი აქვს შეტანილი,
ვიდრე ნოამ ჩომსკის, ჰეგელს ან დიმიტრი უზნაძეს.
დროა, მოვითხოვოთ პორნოგრაფიის გაკვეთილები!
პირველი კლასიდანვე!
„აი ია, აი თითი, კერძოდ კი - შუათითი“.
მასწავლებელი უნდა იყოს შიშველი -
ჩაცმული მასწავლებელი რეაქციონერული მოვლენაა,
წარსულის უსულგულო გადმონაშთი.
ბავშვებს აქვთ უფლება, იცოდნენ სიმართლე.
სანტა კლაუსი არ არსებობს,
მაგრამ არსებობს ინდიგო აუგუსტინი,
და კიდევ უფრო მეტად არსებობს მისი განუმეორებელი ძუძუები,
ინდიგო ნეტარი აუგუსტინის აღსარებანი -
მეტაფრასული პორნოგრაფია.
უნდა გვესმოდეს, რომ მისი სიღრმისეული მინეტი
არაა ბანალური ეროტიზმი.
ეს არის უძველესი ანტიკური მისტერიის განმეორება,
მხატვრული ალუზია,
ფალოსის კულტის შეხსენებითი აქტი.
ბავშვებმა უნდა იცოდნენ, თუ რას უმალავენ მათ მშობლები,
ან რატომ უთრთით მათ უფროს ძმებს ხელები,
როცა ჩაღრმავებულ საგნებს ეხებიან,
რატომ ყლაპავენ ნერწყვს მათი მამები,
როცა მეზობლის გოგოს მოკლე კაბა
რიტორიკულ კითხვასავით ჰაერში დაეკიდება...
ამიტომ უნდა ვასწავლოთ პორნოგრაფია სკოლებში,
შილერის, გალაკტიონის ან ჰომეროსის ნაცვლად
ჯინა ჯეიმსონი და ნინა მერსედესი!
(საშა გრეი კლასიკაა, ამიტომ მოგვიანებით)
საჯარო ინტელექტუალები უნდა ჩაანაცვლონ საჯარო პორნოგრაფებმა,
დაე, განათლდნენ თაობები!
კუნილინგუსის სემინარები მეცხრე კლასიდან
BDSM-გამოცდები აბიტურიენტებისთვის
კარგი მოსწავლე მათრახს დაირტყამს
არის თუ არა დილდო ცივი იარაღი?
კითხვას სვამს პოლიციელი.
მან ეს-ესაა დაიწყო მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროში.
დილდო-ჯილდო! პოულობს ახალ სარითმო წყვილს დამწყები პოეტი
და უხერხული კითხვის ავტორ პოლიციელს
ბუკაკეთი გადაცხრილავს - იაპონური ტექნოლოგიები საიმედოა.
ორიოდ წლის წინ ირაკლი კაკაბაძეს უნდოდა
საჯარო ჯგუფური მასტურბირება პარლამენტის შენობაში.
თუმცა, მას დღევანდელმა დეპუტატებმა მოჰპარეს ეს პერფორმანსი
და ახლა საავტორო უფლებების დაცვის გარეშე
ყოველდღიურად იმეორებენ ამ წარმოდგენას.
თუმცა, შეგიძლიათ შეუერთდეთ,
ვისაც მკლავი ჯერ კიდევ გიჭრით.
პორნოგრაფიის გამავრცელებელი საზოგადოება -
მშვენიერი სახელწოდებაა -
რომელიც შექმნის ესთეტიკურ წინაპირობებს
ეთიკური ბაზისების შესაცვლელად.
წინააღმდეგობა იქნება,
მაგრამ საჭიროა ისევე გვწამდეს ამ იდეის,
როგორც მარტინ ლუთერს სწამდა 93 თეზისის,
როგორც პუტინს - საბჭოთა კავშირის აღდგენის,
როგორც ტრამპს - ომით მოტანილი მშვიდობის,
როგორც „ასავალ-დასავალს“ - პანტელეიმონ გიორგაძის,
როგორც ბიძინა ივანიშვილს - ბიძინა ივანიშვილის.
არიან ადამიანები, რომლებიც ისე დადიან,
მიწას ფეხს არ აკარებენ,
პორნოგრაფია პერვერსიაა, ამბობენ ისინი
და პირს ისე მუწავენ, თითქოს ასო „უ“-ს წარმოთქმას ცდილობენ,
სახეს მანჭავენ,
თითქოს კოიტუსის შედეგად კი არ დაიბადნენ,
არამედ ათენა პალადასავით
პირდაპირ ზევსის თავიდან გადმოსკუპდნენ.
პორნოგრაფია არის საჯარო ღვწა,
წმინდად საზოგადოებრივი მოვლენა,
საჯარო დისკურსი.
ყოველი ფალოსი განივად გადარტყმული საშა გრეის სახეზე
არის პოლიტიკური განაცხადი,
მძლავრი სოციალური მესიჯი
და მას სერიოზულად უნდა მივუდგეთ,
გამოწვლილვით შევისწავლოთ,
გამოვიკვლიოთ მისი მოძრაობის ტრაექტორია -
მან შეიძლება ჩვენი მომავალი განსაზღვროს.
როცა ქრომოსომებს აბანდებ სხვადასხვა ქალში
და მათ საშოზე შენი პენისი დაუღალავად წერს გენეტიკურ მატრიცას.
ყოველთვის გრძნობ პორნოგრაფიის იდუმალებას,
სხეულების გრამატიკას,
როცა შენი ქვემდებარე მის შემასმენელს პირში თანხვდება.
განა, რა არის ამაზე მეტად სამეცნიერო, ამაზე ზუსტი და მკაფიო.
რა უნდა მოგვცეს ამაზე მეტი სახელმწიფომ.
სახელმწიფო ლანდებს სასახლეში მხოლოდ მაშინ ელის,
როცა საუბარი გასპარ ნოეზეა.
სახელმწიფო ებრძვის პორნოგრაფიას,
ებრძვის სიყვარულს და არა მხოლოდ გასპარ ნოესას
ის ებრძვის სიყვარულს, როგორც იდეას,
რადგან სიყვარული არ არის კაპიტალი,
მას არ მოაქვს ინვესტიციები
არ ზრდის ბიუჯეტს (უმალ პირიქით)...
ღმერთო ჩემო, რა უხეში პრაგმატიზმია,
დაგვიტოვეთ რაიმე წმინდა,
რასაც პოლიტიკური დარვინიზმით არ შეგვირყვნით.
დაგვიტოვეთ RedTube-ის, PornHub-ისა და YouPorn-ის უმანკო კუნძულები.
ხელი აიღე ჩემი გენიტალიებიდან, ხელისუფლებავ,
ხელი აიღე ჩემი ხელებიდან (მე ის უკვე დაკავებული მაქვს),
და მოგიყვები ფსიქოლოგიურ იგავს:
წარმოიდგინეთ ბავშვები, ტრავმირებულნი პორნოგრაფიით:
რეჟისორი შეუბრალებელია.
რომელიღაც კადრში
მონაწილე ქალის საშო ახლო ხედით ჩნდება,
და ჩახედავს გადიდებულ თვალებში,
რა ნაცნობი მზერაა და რა საშიში, - ფიქრობენ ისინი
და სინდისის ქენჯნას გრძნობენ.
მათ ჯერაც არაფერი გაუგიათ პლატონის გამოქვაბულის შესახებ,
ამიტომ მათი ასოციაციები
შიშის უშუალო დასახელებით შემოიფარგლება.
გაიზრდებიან
და ეს დაჟინებული მზერა
ყოველ წუთას შეახსენებთ სიკვდილის დასაწყისს.