გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

2 თებერვლის მიტინგის დახვრეტა | პროტესტი დამოუკიდებელ საქართველოში

იცოდით, რომ 1992 წლის 2 თებერვალს თბილისის ცენტრში ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერ აქციაზე ათობით მოქალაქე დახვრიტეს?

2 თებერვალი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე, ტრაგიკული და მივიწყებული დღეა - დღე, როცა შეუიარაღებელ და მშვიდობიან მანიფესტაციას სამხედრო საბჭომ ცეცხლი გაუხსნა.

ყველაფერი იანვარში დაიწყო, როცა დედაქალაქში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, ქვეყანას კი ჯაბა იოსელიანის „მხედრიონი“ და თენგიზ კიტოვანის „გვარდია“ მართავდა. საპროტესტო აქციაზეც პირველად სისხლი 3 იანვარს, მეტროსადგურ დიდუბესთან დაიღვარა, როცა მიტინგზე მოულოდნელად მანქანები შეიჭრნენ და სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა ნიღბიანმა ახალგაზრდა კაცებმა ცეცხლი გახსნეს. სისხლიანი იყო 6-7 იანვრის მიტინგებიც თამარ მეფის გამზირზე.

დაწვრილებით

1992 წლის იანვრის დასაწყისში, პრეზიდენტად არჩევიდან სულ რაღაც 7 თვის თავზე, ზვიად გამსახურდია თავს ბუნკერში აფარებდა. 6 იანვრის დილას ორი სავსე ავტობუსითა და მსუბუქი ავტომობილებით საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა თანამოაზრეებთან ერთად ქვეყანა დატოვა. პარალელურად კი მთელი იანვრის განმავლობაში არ ცხრებოდა ზვიადის მხარდამჭერი ფართომასშტაბიანი აქციები.

1-ელ თებერვალს ვაგზლის მოედანზე, დაახლოებით, 200 ათასი დემონსტრანტი შეიკრიბა და დაიძრა რუსთაველის მოედნისკენ. იმავე დღეს ჯაბა იოსელიანმა განაცხადა:

ადგილზე დაიხვრიტება პროვოკატორი. დემოკრატია არ არის ლობიოობა, ჩვენ ვაჩვენებთ, რა არის დემოკრატია.

2 თებერვალს დემონსტრანტები კვლავ შეიკრიბნენ ვაგზლის მოედანზე და დაიძრნენ რუსთაველისკენ. გაზეთი „7 დღე“ წერდა:

მომიტინგეებს დაუპირისპირდნენ თბილისის კომენდატურის წარმომადგენლები. წყლის ჭავლს მოჰყვა ცეცხლსასროლი იარაღიც.  

ოფიციალური თუ არაოფიციალური ცნობებით:

იანვრის მიტინგებზე მოკლეს 5-მდე დემონსტრანტი და დაიჭრა 30-მდე ადამიანი.
2 თებერვალს მოკლეს 23-დან 50-მდე დემონსტრანტი, დაიჭრა 180-ზე მეტი. 

...

1992 წლის იანვარ-თებერვლის მოვლენებზე ვრცლად წაიკითხეთ GEOPROTESTS.ORG-ზე - პლატფორმა, რომელიც აერთიანებს 1991-დან 2025 წლამდე საქართველოში მომხდარ მასშტაბურ თუ მცირე პროტესტებს.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა