21 | მაია ცირამუა
21.12.2017ჩემ წინ 14 წლის გოგონას დედა ზის, ძალიან შეწუხებული და გაბრაზებულია – მისი შვილი სკოლაში სიარულზე უარს ამბობს. ერთი თვეა, არ წასულა.
რა აღარ სცადა დედამ: ჯერ დაუყვავა, მერე ეცადა, მიზეზი გაერკვია, ყვირილსა და ჩხუბზეც გადავიდა, მაგრამ, მაინც არ წავალო, გოგონამ. დედამ შვილი სახლში გამოკეტა: სკოლაში თუ არ დადიხარ, არც არსად ივლიო... ჰოდა, ასე, ქალი ჩემ წინ ზის და მიყვება, რომ ასე იწყება და მთავრდება ყოველი დილა მათ სახლში.
მერე ათას ვერსიას ამუშავებს: ალბათ შეყვარებულია; ანდა ჩვეულებრივი მოზარდული პრობლემებია; ისე, იქნებ თავს გაუვიდა! არ შეიძლება ამათთან სიმკაცრის გარეშე! – ეს სულ დედის და მისი მეგობრების ვარაუდებია, მამას შვილის სკოლაში სიარული-არსიარულისთვის ნამდვილად არ სცალია.
დედას ახსენდება გოგონა მეორე კლასში, მაშინაც არ წავიდა სკოლაში, ორი დღე იჯდა, თავში ხელებს იცემდა და ტიროდა. დედამ კლასელის მშობლისგან გაიგო, რაც მოხდა. გოგონას დავალება „ბატიფეხურით“ ჰქონდა დაწერილი, მასწავლებელმა რვეული წითელი ხაზებით აუჭრელა, გოგონამ აიღო რვეული და იქვე, მის თვალწინ და