საქართველო 1918-2018: 8 წელი და 8 ფოტო [QUIZ]
ქვიზი შედგენილია ინდიგოს მიერ გამოცემული ფოტოწიგნის „100 წელი 100 ფოტო“ მიხედვით - გამოცემა ეძღვნება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნისა და დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავს. წიგნში გამოქვეყნებული 100 ფოტო საქართველოს დამოუკიდებლობის, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდის ასწლიან ისტორიას ჰყვება.
ქვიზის თითოეული ფოტო და შეკითხვა ჩვენი ქვეყნის ეპოქის გარდამტეხ მოვლენებს ეხება - კარგად დააკვირდით ფოტოებს, საქართველოსთვის საკვანძო თარიღებსა და ისტორიულ ფიგურებს, უპასუხეთ შეკითხვებს და გამოცადეთ თქვენი თავი საქართველოს ისტორიის 100-წლიანი მონაკვეთის ცოდნაში.