გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

კარგად იცნობ თანამედროვე ქართულ ლიტერატურას? [quiz]

ბოლო პერიოდში ქართველი მწერლების არაერთ ნამუშევარს მოჰყვა დიდი გამოხმაურება. მკითხველები განიხილავენ, მსჯელობენ, აღფთოვანებით ჰყვებიან მათ შესახებ და ერთმანეთს ურჩევენ. შენც მათ შორის ხარ? წაკითხული გაქვს ქვიზში დასახელებული ყველა წიგნი?

რომელი ნაწარმოების გმირს აღწერს ავტორი „მუსია პირველი სუფრაჟისტკა და ანარხისტკა იყო ქუთაისში“.
quiz question image
2019 წელს ხელახლა გამოცემული ეს რომანი თელავში 1920-30-იან წლებში მომხდარ ამბებს აღწერს.
quiz question image
ნინო ხარატიშვილის ეს წიგნი დროში ინაცვლებს და 1953 წელს „გამყინვარების ხანაშიც“ გადაჰყავხარ
quiz question image
მთავარ გმირს ავტორის სახელი ჰქვია. წიგნის დისტრიბუტორია, რომელიც სამინისტროების თანამშრომლებს წიგნებს აყიდის.
quiz question image
ეს ნაწარმოები თბილისის ერთი უბნის მაცხოვრებელთა ამბებს ჰყვება. ავტორი კი ამ წიგნს უძღვნის „ლამაზ გოგოებს, რომლებიც მეოცე საუკუნეში დარჩნენ".
quiz question image
ამ სქლეტანიან დოკუმენტურ პროზაში 90-იანი წლების საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ამბებია მოთხრობილი
quiz question image
„მთხრობელი - აციფრებული ცნობიერების მფლობელი, ნარატივდიზაინი - დიჯეი ქერუბიმი“ - რომელ წიგნშია მთხრობელის ეს განმარტება?
quiz question image
ამ წიგნში ლაშა ბუღაძეს საპატრიარქოში იბარებენ
quiz question image
"ინდიგოს" მიერ გამოცემული ამ წიგნის ავტორი მხატვარია, სოხუმში ცხოვრებასა და იქიდან წამოსვლის ამბავს ჰყვება.
quiz question image
ამ წიგნში სახლიდან გამოსული კაცი თბილისის ქუჩებში დაბოდიალობს და ისეთ ამბებს ჰყვება, კინოა რა.
quiz question image
quiz cover image
კარგად იცნობ თანამედროვე ქართულ ლიტერატურას? [quiz]
quiz cover image
0/0
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა