გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

გამოიცანი ქართველი პოეტი სარითმო სიტყვებით [ქვიზი]

ქართული ლექსის სტრუქტურული თუ შინაარსობრივი ასპექტები ევროპული და აზიური კულტურული სივრცეების შერწყმით ყალიბდებოდა. თავდაპირველად ჭარბობდა აზიური პოეზიის გავლენა, რაც ქვეყნის პოლიტიკური რეალობით ადვილად აიხსნება, დროთა განმავლობაში კი გაჩნდა ინტერესი დასავლური ლირიკული მოტივების მიმართაც.

გაფიზის ვარდი მე პრუდომის ჩავდე ვაზაში, ბესიკის ბაღში ვრგავ ბოდლერის ბოროტ ყვავილებს“ - ტიციან ტაბიძის ეს სტრიქონები საუკეთესოდ განმარტავს ქართული ლექსის გაორებას, აღმოსავლური და დასავლური პოეზიის შერწყმის პროცესს.

პოეტური ტექსტი შეიძლება იყოს რითმიანი, ურითმო ან - თავისუფალი. ისე გამოვიდა, რომ ქართული ლექსის ბუნებისთვის ერთი და იმავე ან მსგავსი ბგერების კანონზომიერი გამეორება აღმოჩნდა ყველაზე „მისაღები“ - კონვენციური ლექსი არის ისტორიულად ჩვენი პოეზიის წამყვანი ფორმა, თეთრი ლექსი და ვერლიბრი უფრო გვიანდელი მოვლენებია.

ქვიზი შედგენილია ქართველი პოეტების სტროფებზე, უფრო ზუსტად კი ამ სტროფებში არსებულ ბოლო-რითმებზე დაყრდნობით. გამოცადე შენი პოეტური მეხსიერება და ესთეტიკური აღქმის უნარი, გამოიცანი ქართველი პოეტი მხოლოდ და მხოლოდ მისი სარითმო სიტყვების მიხედვით.

მიგიჩნიესო - ირჩიესო გაგათრიესო - იესო
quiz question image
ოხერი - მტერი სამძღვარი - მღელვარი
quiz question image
მიწა მე - მიწამე სად არი - სადარი
quiz question image
მაგიდას - მაგივრად დაწერო - საბედისწერო
quiz question image
მეფეთა - შემომეფეთა აქაფებული - დაქალებული
quiz question image
მწერს - მეწყერს ახლავს - დაგმარხავს
quiz question image
ნუში - გაზაფხულში თითქოს - ხვითოს
quiz question image
გამზირი - გავძელი ბზა - გზავ
quiz question image
ძილშიც - ჩრდილში მწარედ - მთვარე
quiz question image
შენები - შევეშველები საგანი - საკანი
quiz question image
quiz cover image
გამოიცანი ქართველი პოეტი სარითმო სიტყვებით
quiz cover image
0/0
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა