ახალი კონტრაქტი ბუნებასთან | ლევან ვერძეული
11.09.2020 | 10 წუთიანი საკითხავიგლობალური დათბობა თან რეალურია, თან აბსტრაქტული. პირდაპირ, თითქოს, მის შედეგებს ვერ გრძნობ, მის გავლენებს დღესვე, დაუყოვნებლივ გადასაჭრელი სხვა საკითხები ხშირად ფარავს და მისი საფრთხის დანახვა რთულია. თუმცა, როცა ვფიქრობთ მომავალზე, გლობალური დათბობა ამ ფიქრის ნაწილი ხდება – როგორია დედამიწა დღეს იმასთან შედარებით, რაც 50 წლის წინ იყო და როგორი იქნება 20-50 წლის მერე, როცა მე უამრავ რამეს ვგეგმავ, როცა მინდა, ჩემი ოცნებები და სურვილები უკვე ახდენილი მქონდეს? აი, სწორედ ამ დროს, სწორედ გრძელვადიან პერსპექტივაში, კლიმატის ცვლილება ხდება ფენომენი, რომელიც მთლიანად განსაზღვრავს, როგორ ვიცხოვრებთ ადამიანები ერთად და ცალ-ცალკე.
„ახალი მწვანე შეთანხმების“ რეზოლუციის ტექსტში ძალიან დეტალური კალკულაციებია, მაგალითად, იმაზე, თუ რა იქნება რეალობა 2050 ან 2100 წელს, იმ შემთხვევაში, თუ ცვლილებები ახლავე არ დავიწყეთ. იმედია, დედამიწაზე სიცოცხლის ხანგრძლივობა გაზრდილი იქნება, მაგრამ ჩვენ ხომ სიცოცხლის ხარისხიც გვაინტერესებს? რომც არ გვაინტერესებდეს, წინ ხომ მაინც უნდა გავიხედოთ, მათთვის, ვი