მზის ენერგია საქართველოში | ინტერვიუ თორნიკე დარჯანიასთან
01.09.2020 | 15 წუთიანი საკითხავი- მსოფლიოში 200 მილიონზე მეტი ოჯახი წყალს დღეს მზის კოლექტორებით აცხელებს.
- მზის ენერგიით მოსარგებლე შინამეურნეობა ყველაზე ბევრი არის ჩინეთში.
- 2012 წლის დასაწყისში, მსოფლიოს 118 ქვეყანა უკვე ითვალისწინებდა განახლებადი ენერგიების მნიშვნელობას ყოველდღიურ პრაქტიკაში.
- 2050 წლისთვის განახლებადი ენერგიის რესურსების გამოყენებით შესაძლებელი იქნება მსოფლიოს ნახევრის ელექტროენერგიით მომარაგება.
ეს მზის ენერგიის გამოყენების ოცდამეერთე საუკუნის მცდელობებია – გაცილებით მასობრივი, ვიდრე მეოცეში იყო, უფრო ორგანიზებული და ბევრისთვის უალტერნატივოც, განსაკუთრებით მაშინ, როცა დედამიწის ბუნებრივი რესურსების დაზოგვაზე, გარემოს დაბინძურებაზე ვმსჯელობთ.
მზისა და ადამიანის ურთიერთობის ამბავი კაცობრიობის განვითარების გზას შორეული წარსულიდან მოჰყვება.
6 000 წლის წინ, ქვის ხანაში, ჩინელები სახლებს ისე აგებდნენ, რომ ზამთარში, გასათბობად, მზის გამოსხივება მაქსიმალურად აეთვისებინათ.
საბერძნეთის ქალაქებშიც სახლების მზი