გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ალეპო

ალეპო | ბექა ყორშია

კაიროს უნივერსიტეტის სტუდენტურ საცხოვრებელში სრული ქაოსია. ფოიეში ყველანი ტელევიზორს უყურებენ. ჟურნალისტი ნერვიული ხმით ჰყვება სირიის ახალ ამბებს, „ასადის ჯარებმა ალეპოს ალყის გარღვევა შეძლეს და ქალაქში შეიჭრნენ“. ჩუმად ვართ. ერთმა რეპლიკამაც კი შეიძლება ვიღაცის გაღიზიანება გამოიწვიოს. სირიის სისტემის მხარდამჭერი ასადისტები და ჯაიშ ალ-ჰურრის, ანუ სირიის თავისუფალი არმიის ქომაგები ახლა ერთად სხედან და თვალს ადევნებენ გადამწვარ, ბოლში გახვეულ ალეპოს. ოპერატორის კამერა შენობის ნანგრევებში მოყოლილი ბავშვის დანაცრულ, სისხლში ადღაბნილ ფეხებს აფიქსირებს. იქვე მისი პატარა, ყვითელი ჩუსტები გდია. სასწრაფო დანიშნულების მანქანებში დაჭრილ ბავშვებს ისე ყრიან, როგორც ტანსაცმლის ფუთებს. ჩემი ჯგუფელი, ფაიადი, რომლის მამა და ძმებიც ასადთან ბრძოლას შეეწირნენ, სკამიდან აცრემლიანებული დგება და ლიფტისკენ სწრაფი ნაბიჯით მიდის. ვერაფრით ვანუგეშებთ, ასეთ დროს უმჯობესია, კბილებშორის გაჩხერილი სათქმელი უკან შეიბრუნო. სტუდენტებს შორის იემენელებს ვერ ვხედავ, შეიძლება უნივერსიტეტიდან ჯერ არ დაბრუნებულან. ყველა მ

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა