არქიტექტურა როგორც სარკე, გრძელი გზა – 1917-2017
01.05.2018 | 5 წუთიანი საკითხავივისი ბრალია ურბანული ქაოსი, ბეტონის ჯუნგლები თუ არქიტექტურული ჯოჯოხეთი, რაზეც დღეს გამუდმებით ვწუხვართ? – მერიის, კულტურის სამინისტროსი, ინვესტორის, დეველოპერის, მენაშენის, მოქალაქეების? – ყველასი ერთად. არქიტექტურა სარკეა, კონკრეტულ ტერიტორიაზე დასახლებულ ადამიანთა ჩვევების, საჭიროებების, წარმოდგენების, მსოფლმხედველობის. ადრე ეს სარკე სხვა რამეს ირეკლავდა.
და მაინც, რა და როგორ მოხდა?
XX საუკუნეში, ზოგადად, მთელი მსოფლიო შევიდა ახალ, მოდერნისტულ ეპოქაში, რომლის ერთ-ერთი თავისებურება სწორედ წარსული გამოცდილების და ფასეულობების უარყოფა იყო. ამ მიდგომამ უზარმაზარი გავლენა მოახდინა ხელოვნებაზე და, მათ შორის, არქიტექტურაზე. გააქტიურებული ურბანიზაციის პირობებში გაიზარდა მოთხოვნა იაფ, მარტივ და სწრაფ მშენებლობაზე. ხოლო, მეორე მხრივ, მუდმივად ცვალებად, სიახლეებით გადატვირთულ და არასტაბილურ სამყაროში გაჩნდა მოთხოვნა იოლად აღქმად არქიტექტურაზე, ფუნქციურ და სერიულ, ზედმეტი დეტალებისგან გათავისუფლებულ შენობებზე, რომელთა ესთეტიკური დეკორი კონსტრუქციის სიშიშვლე იყო.
ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი