გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ბუნება

ბორგო სტრემიცი

დილის შვიდის ოცდაორ

წუთზე გამეღვიძა. ოთახში ჰაერი შეშის ღუმელის

სუნითაა დამძიმებული,

კედლებიდან გამთენიის

სუსხი ატანს. შალის სქელი

გადასაფარებლიდან ფრთხილად გამოვძვერი და შუა

საუკუნეების ხის კარი                                                                                     

მძიმედ გამოვიხურე.

 

 ხიდის თავზე ქვაფენილიანი პიაცაა წყლის ორი აუზით: ტრადიციულად, ერთს საქონლის დასარწყულებლად იყენებდნენ, მეორეს კი თეთრეულის გასარეცხად. ორივე აუზი პირამდე ანკარა წყლითაა სავსე, ყინულის თხელი ფენით დაფარული. პაწაწინა მოედანზე არავინაა, ქვის სახლებში სიჩუმეა, ხეობაში გაჭედილი ნისლიც გასუსულია. სტრემიცი სოფელიც კი არაა, არამედ ბორგო – სოფლის ცენტრიდან მოშორებით, დამოუკიდებლად მდგარი სახლების დაჯგუფებაა. იტალიის ალპებში ჩამალული ეს დასახლება სლოვენიური წარმოშობისაა. სლოვენიასთან საზღვარი რამდენიმე ათეულ კილომეტრშია და ამ პირობითი გამყოფი ხაზის ორივე მხარეს ფრიულიურის, იტალიურისა და სლოვენიური დიალექტის

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა