ბუკნარის პეიზაჟები | ახალი ზღვისპირა უბანი ლისი დეველოპმენტისგან
ყველაფრისგან გადაკარგვა რომ შეგეძლოს, სად წახვიდოდი? მე იქ, სადაც ზღვა და ჰორიზონტი მშვიდ სილურჯეში ერთდება. მთის ბორცვები წვრილ და ფერად კენჭებიან ნაპირს ერწყმის. ნავის თეთრი იალქანი მზეზე ლივლივებს და სადაც ერთადერთი, რაც ლაპარაკობს, ბუნებააა. ამ ადგილს მაშინვე შევიყვარებ.
აქ სამყარო ცარიელია იმ ყველაფრისგან, რაც ვიცი და თან სწორედ იმითაა სავსე, რაც ასევე ვიცი და მიყვარს - თავისუფლება, მეგობრები, სიყვარული, წიგნი და საუბრები. ცურვა. ცურვა.
აქ მზე რომ ჩავიდა, მუსიკა ისე ჩაგვესმა, არც ჩაგვირთავს. ცურვის დროსაც მხოლოდ წყალთან შეხება ისმოდა. პირდაპირ სანაპიროზე გავწექით. გვიყვარს ეს თამაში - თვალების მოჭუტვით რომ ემალები სხივებს. შემაღლებული ბორცვის იქით ხშირი, მწვანე და იდუმალი ტყეა. ეს ტყე არ გაქრება. მირაჟი კი არაა. ზღვის სილურჯეს და თავისუფლებას ღრმა ფიქრივით ეხვევა.
აქ დავრჩებოდი. უნდა დარჩე. უკვე მიყვარს.